workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის გარსია: რონალდ კუმანი ფანტასტიკურად მუშაობს

ლუის გარსია: რონალდ კუმანი ფანტასტიკურად მუშაობს

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ლუის გარსია, Goal-თან ინტერვიუში რონალდ კუმანზე საუბრობს. მისი თქმით, ნიდერლანდელი სპეციალისტი “ბარსას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობას თავს კარგად ართმევს. 

ვფიქრობ, კუმანი ფანტასტიკურად მუშაობს. ის ცდილობს, ახალი სისტემა დანერგოს და გუნდი ახალი ფეხბურთელებით დააკომპლექტოს, რისთვისაც დრო უნდა მივცეთ. 
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რამდენიმე ძალიან კარგი თამაში ვნახეთ, განსაკუთრებით კი დემბელესა და პედრის შესრულებით. ეს უკანასკნელი “ბარსელონასთვის” შესანიშნავი შენაძენია. 

– აცხადებს გარსია. 

ლუის გარსია “ბლაუგრანას” აკადემიის აღზრდილია. ის ძირითად გუნდში 1998 წელს, შემდეგ კი 2003/04 წლების სეზონში თამაშობდა, კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი (2004-07) კი “ლივერპულში” გაატარა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 13 თებ 2021, 15:32

    ხუმრობს?

  • LM10RG10
    schedule 13 თებ 2021, 14:46

    კუმანმა რომც ვერ გაამართლოს მაინც ბევრი დადებითი რაღაც ქნა🙃ნელ-ნელა გაახალგაზრდავა გუნდი,დესტი არაუხო მინგესა პედრი მორიბა…გრიზმანიც ცოტა მოხოდა,ლაპორტა მოვა პრეზიდენტად,ამ სეზონს ჩაამთავრებინებს და მერე ვინმე ტოპ მწვრთნელს მოიყვანს უეჭველი და ცენტრალურ მცველს და ფორვარდსაც დაითრევს❤️

  • M10 S9 D11
    schedule 13 თებ 2021, 14:45

    ფანტასტიკურად მუშაობს კეე

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 13 თებ 2021, 14:44

    როგორი მოწადინებულია რომ ბარსელონაში დაბრუნდეს ამიტომაც აქებს იმედი აქვს და ფიქრობს ასე გაინაღდებს ბარსელონაში დაბრუნებას.ჭკვიანური მოფიქრებაა ვერაფერს იტყვი. smiley smile

  • me da barca
    schedule 13 თებ 2021, 14:32

    დაუწყო კუდის ქიცინი?

  • GiorgiGabe99
    schedule 13 თებ 2021, 14:23

    ფანტასტიკურიდან ჯერ ძალიან შორსაა კუმანა ბიძია :DDD