workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უსმან დემბელე მე-100 მატჩის ზღვარზე

უსმან დემბელე მე-100 მატჩის ზღვარზე

დღეს, ლა ლიგის 23-ე ტურში, “ბარსელონა” შინ “ალავესს” დაუპირისპირდება. თუ აღნიშნულ შეხვედრაში უსმან დემბელემ ითამაშა, ეს ფრანგისთვის “ბლაუგრანას” მაისურით მე-100 ოფიციალური შეხვედრა იქნება. 

23 წლის ფეხბურთელმა, რომელიც “კამპ ნოუზე” 2017 წლიდან გამოდის, 99 შეხვედრაში 25 გოლი გაიტანა, აქედან 14 ჩემპიონატში, 7 კი ჩემპიონთა ლიგაზე. დემბელემ “ბარსელონაში” ლა ლიგა (2017/2018, 2018/2019), ესპანეთის თასი (2017/2018) და ესპანეთის სუპერ თასი (2018) მოიგო. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    schedule 13 თებ 2021, 15:34

    100 თამაში 3 წელიწადნახევარში, დიდი მიღწევაა.

  • M10 S9 D11
    schedule 13 თებ 2021, 14:43

    მიდი დემბუზ უნდა გაიტანო დღეს

  • me da barca
    schedule 13 თებ 2021, 14:30

    ეს ტიტულები სულ ამის დამსახურებით.