დღეს გვაქვს თამაში, რომელზეც არავინ ლაპარაკობს. ყველას ყურადღება 3 დღეში გასამართი თამაშისკენაა მიპყრობილი. ვერც გაამტყუნებ – სად “ალავესი” და სად “პარი სენ-ჟერმენი”. ტურნირებს რაც შეეხება, “ბარსას”, ალბათ, ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსიც იმდენივე აქვს, რამდენიც ლა ლიგის – მინიმალური.
სათამაშო ფორმა
2020 წელთან შედარებით 2021 წელი “ბარსას” ძალიან კარგი აქვს, მაგრამ გუნდის მიზნებისა და ამბიციების გათვალისწინებით, კუმანის გუნდი მხოლოდ მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს – ძირითადად იგებს. მიმდინარე წელს “ბარსამ” მხოლოდ 2 შეხვედრაში ვერ მოახერხა მოგება, მაგრამ პირველი ერთ ტიტულად დაგვიჯდა და დიდი შანსია, მეორე შემთხვევაშიც ასე მოხდეს. საუბარი ესპანეთის სუპერ თასის ფინალში “ბილბაოსთან” და 3 დღის წინ თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში “სევილიასთან” წაგებებზე გვაქვს.
რაც შეეხება ლა ლიგას, “ბარსა” უკვე 11 თამაშია არ აგებს, ბოლო 6 შეხვედრა კი კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა. “კამპ ნოუზე” გუნდმა წელს მხოლოდ ერთხელ ითამაშა და “ბილბაოს” 2-1 სძლია.
“ალავესს” საქმე ძალიან ცუდად მისდიოდა და სიტუაცია ბოლო მატჩში მოგებით გამოასწორა. ბასკებს ლა ლიგის ბოლო 6 თამაშში მხოლოდ 2 ქულა ჰქონდათ აღებული, მაგრამ წინა ტურში უშუალო კონკურენტ “ვალიადოლიდს” საკუთარ კედლებში სძლიეს და გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს. ლა ლიგის გასვლით შეხვედრაში “ალავესმა” ბოლოს გასული წლის ნოემბერში მოიგო, როდესაც “რეალს” მადრიდში სძლია. მას შემდეგ აბელარდოს გუნდმა 5 მატჩში მხოლოდ 2 ქულა აიღო.
“ალავესის” სასარგებლოდ ის გარემოება მეტყველებს, რომ ამ გუნდს დასასვენებლად 8 დღე ჰქონდა, რაც მიმდინარე სეზონში ძალიან დიდი ფუფუნებაა.
დანაკლისი
“ბარსელონას” განაცხადი ცნობილი ჯერ არაა, მაგრამ უკვე ვიცით, რომ კუმანს “ალავესთან” არაუხო, პიკე, რობერტო, ფატი და კოუტინიო ვერ დაეხმარებიან. დიდი ალბათობით მათ ბედს გაიზიარებს დესტიც, რომლის ჯანმრთელობასაც ნიდერლანდელი პსჟ-სთან თამაშის წინ არ გარისკავს. რაც შეეხებათ ბრეითუეიტსა და პიანიჩს, რომლებმაც “სევილიასთან” ტრავმების გამო ვერ ითამაშეს, მათი საკითხი გადაწყვეტილი ჯერ კიდევ არაა.
ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს “ბარსელონას” გადახალისებულ შემადგენლობას ვიხილავთ, რისი მიზეზი რამდენიმე ლიდერის პსჟ-სთან მატჩისთვის დასვენება იქნება.
“ალავესის” ერთადერთი დანაკლისი ბრაზილიელი ცენტრალური მცველი როდრიგო ელია, რომელიც ძირითადი შემადგენლობის წევრი არცაა.
აბელარდო
“ალავესის” მთავარი მწვრთნელი ნამდვილად ცალკე აღნიშვნის ღირსია. აბელარდო ფერნანდესისთვის არც “ბარსელონაა” უცხო და არც “კამპ ნოუ”. ის “ბლაუგრანაში” 8 წელი, 1994-2002 წლებში თამაშობდა. ამპლუით ცენტრალურმა მცველმა კატალონიური კლუბის მაისური 257-ჯერ მოირგო, 17 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
აბელარდომ მწვრთნელობა 2008 წელს, მშობლიური “სპორტინგის” სარეზერვო გუნდში დაიწყო. ლა ლიგის გუნდებიდან მას “სპორტინგი”, “ალავესი” და “ესპანიოლი” გაუწვრთნია. “ალავესში” 2017-2019 წლებში მუშაობის შემდეგ ის ამ გუნდს მიმდინარე წლის იანვარში დაუბრუნდა.
აბელარდოს “ბარსელონას” წინააღმდეგ გუნდი 7-ჯერ გაუყვანია. მის აქტივში მხოლოდ ერთი ფრეა, დანარჩენი 6 თამაში კი მისმა გუნდებმა წააგეს. ბურთების შეფარდება – 4-23. ის ერთადერთი ფრე კი “ბარსელონასთან” ბოლო დაპირისპირებაზე მოდის – 2020 წლის იანვარში მან “ბარსას” ქულები “ესპანიოლით” დააკარგვინა, როდესაც ქალაქური დერბი 2-2 დასრულდა.
ურთიერთშეხვედრები
“ბარსელონას” “ალავესთან” 42-ჯერ უთამაშია. “ბლაუგრანას” 29 მოგება (69%), 6 ფრე (14%) და 7 წაგება (17%) დაუგროვდა. ბურთების შეფარდება – 109-36.
უკანასკნელი 9 დაპირისპირებდან “ბარსას” 8 მოგება და 1 ფრე აქვს.
ლა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველ წრეში გუნდებმა 1-1 ითამაშეს. ოქტომბერში გამართულ მატჩში მასპინძლებმა ანგარიში პირველ ტაიმში გახნეს, 63-ე წუთზე კი გრიზმანმა გაათანაბრა.
საკუთარ კედლებში გამართული 21 დაპირისპირებიდან “ბარსამ” 18 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 2 წააგო. 21-ე საუკუნეში “კამპ ნოუზე” გამართული 10 დაპირისპირებიდან “ბარსამ” “ალავესს” მხოლოდ ერთხელ ვერ სძლია – 2016 წელს, ლა ლიგაში, 1-2.
არბიტრი
შეხვედრას 41 წლის ხორხე ფიგუეროა ვასკესი გაუძღვება, რომელსაც “ბარსელონას” მატჩში აქამდე არასდროს უმსაჯია.
“ალავესის” თამაშში ვასკესმა მონაწილეობა 7-ჯერ მიიღო. ბასკებმა 3 შეხვედრა მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 2 დათმეს. ამ 7 მატჩში ვასკესს თერთემტმეტრიანი არ დაუნიშნავს, წითელი ბარათი კი ერთხელ აჩვენა, როდესაც მოედნიდან “ალავესის” მოთამაშე გააძევა.
საინტერესო ფაქტები
- ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” ჩატარებული ბოლო 11 შეხვედრიდან 10 “ბარსელონამ” მოიგო;
- “ალავესმა” “ბარსელონასთან” კარი მშრალად ბოლოს 2005 წელს, 15 თამაშის წინ შეინახა;
- “ალავესთან” ჩატარებული ბოლო 11 თამაშიდან 10-ში “ბარსას” მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
- “ბარსელონას” ლა ლიგაში ბოლო 6 თამაში მოგებული აქვს;
- “ბარსელონას” ლა ლიგაში 11 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 10 თამაშიდან 8-ში “ბარსელონას” მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
- “ალავესს” ლა ლიგის ბოლო 5 გასვლით შეხვედრაში მოგება არ აქვს;
- ამ გუნდების ბოლო 6 თამაშიდან 5-ში 11-ზე ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- ამ გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო 9 თამაშიდან 8 “ბარსელონამ” მოიგო, 1 კი ფრედ დასრულდა;
- ამ გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო 5 თამაშიდან 4-ში ანგარიშის გახსნას “ბარსელონა” ახერხებდა;
- “ბარსელონას” უკვე 5 თამაშია კარი მშრალად არ შეუნახავს;
- “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან 4-ში გოლის გატანას ორივე გუნდი ახერხებდა;
- ბოლო 5 თამაშიდან 4-ში “ბარსელონამ” მატჩის პირველი გოლი გაუშვა;
- “ბარსელონას” ბოლო 6 თამაშიდან 5-ში გუნდებმა 11 კუთხურზე ნაკლები მოაწოდეს;
- “ალავესის” ბოლო 6 თამაშიდან 5-ში არბიტრი ფეხბურთელებს მინიმუმ 5 ბარათს აჩვენებდა;
- “ალავესის” ბოლო 10 თამაშიდან 9-ში გუნდები 11 კუთხურზე ნაკლებს აწვდიდნენ.
რონალდ კუმანი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
WhoScored
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, ლანგლე, ფირპო, პიანიჩი, პედრი, დე იონგი, ტრინკაუ, მესი, გრიზმანი.
ალავესი (4-4-2): პაჩეკო, ნავარო, ლაგუარდია, ლეჟონი, დუარტე, მენდესი, გარსია, პინა, რიოხა, პერესი, ხოსელუ.
SofaScore
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი.
ალავესი (4-4-2): პაჩეკო, ნავარო, ლაგუარდია, ლეჟონი, დუარტე, მენდესი, პინა, გარსია, რიოხა, ხოსელუ, პერესი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, ლანგლე, უმტიტი, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პუჩი, ტრინკაუ, მესი, დემბელე.
ალავესი (4-4-2): პაჩეკო, მარტინი, ტაჩი, ლეჟონი, დუარტე, მენდესი, პინა, გარსია, რიოხა, პერესი, ხოსელუ.
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, უმტიტი, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პუჩი, ტრინკაუ, მესი, გრიზმანი.
ალავესი (4-4-2): პაჩეკო, მარტინი, ლეჟონი, ლაგუარდია, დუარტე, მენდესი, გარსია, პინა, რიოხა, პერესი, ხოსელუ.
პროგნოზი
- WhoScored: 2-0
- Sportskeeda: 3-1
- Sportsmole: 2-0
- Squawka: 3-1
ტრანსლაცია
თამაში თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.
კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.
ურთიერთშეხვედრებში, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობა გვაქვს. "ალავესთან" ჩატარებული 43 თამაშიდან "ბარსამ" 30 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 7 წააგო, გაიტანა 114 და გაუშვა 37 გოლი. ბოლო 10 მატჩიდან "ბლაუგრანამ" 9 მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა.
აფსუს რა დროს გააგდეს კუმანი, მგონი ხელებს იფშვტნეტდა, რა "ანტირეკორდი გააგდებინეს ხელიდან.
ტერ შტეგენი
დესტი-პიკე-გარსია-ალბა
ნიკო-ბუსკეტსი-გავი
დეპაი-აგუერო-კოუტინიო
კარგი დე იონგი მომეწონა :დ
სილქის პროგრამას ჩავხედე და 23:00ზეა სილქ უნივერსალზე
ფაბრიციომაც დაადასტურა ეგ ინფო
totti10,
კონტრაქტში აქვს რო ბარსას შემოთავაზების შემთხვევაში შეუძლია წასვლა
18:15 ზე დაიწყება თუ 23 სთზე. აქ 18:15წერია მომდევნო მატჩჩში 23???
იმედია ფორით მოიგებენ და გოლს არ გაუშვებენ.
Ისე ვისაც გახსოვთ 2016ში პსჟ-ს(6-1) მერე შევხვდით ალავესს და წავაგეთ ახლა ჯერ ალავეს ვხვდებით და მერე პსჟ-ს. Მარა ამას რა აზრი აქვს ლა ლიგაზეც უჩლზეც შანსები მინიმალურია კოპა დელ რეიზეც ანალოგიური ითქმის.
თუ მოვიგებთ, პსჟ-თვის ცოტას მაინც აიმაღლებენ ხასიათს.
ამ თამაშს რა უჭირს ალავესია,მაგრამ მაინც საფრთხილოა ნებისმიერი მეტოქე.პარის სენ ჟერმენთან ვიკითხოთ რა იქნება და რას იზამენ ეგაა მთავარი.
დიდი ანგარიშით უნდა მოვიგოთ კარგი რეაბილიტაცია გამოგვივა სევილიასთან მარცხის მერე
დაასვენა წინაზე და წავაგეთ კინაღამ უნდა ითამაშოს მოედანზეც მშვენივრად ანაწილებს ძალებს რო არ დაიღალოს
დღეს სამი ქულა გვჭირდება ყველა ვარიანტში! იქით რეალი რას იზამს კაცმა არ იცის, საერთოდ მგონია რომ ვერ მოიგებენ და ჩვენები ახლა თუ მოიგებენ უკვე პლიუსში ვიქნებით. ვისკა ბარსა! ვიგებთ დღეს!
ყველა გამოცემას მესი ძირითადში უწერია.იმედია არ იქნება ძირითადში მესი და დაასვენებს. გრიანმაც თუ დაისვენა არ იქნება ურიგო