workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
Sport: თანხის დაზოგვის მიზნით, “ბარსელონა” მარცხენა მცველს არ შეიძენს

Sport: თანხის დაზოგვის მიზნით, “ბარსელონა” მარცხენა მცველს არ შეიძენს

“ბარსელონა” ზაფხულში ცენტრალური თავდამსხმელის შესაძენად ემზადება.

Sport წერს, რომ ჟუნიორ ფირპო ზაფხულში გუნდს აუცილებლად დატოვებს. რონალდ კუმანის სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ ახლა გუნდისთვის პრიორიტეტს ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციის გაძლიერება წარმოადგენს.

შესაბამისად, მობილიზებული ფინანსური რესურსი შემტევის შეძენას მოხმარდება, ჟორდის ალბას შემცვლელი კი “ბარსა B-ს” 17 წლის ფეხბურთელი, ალეხანდრო ბალდე, გახდება.

“ვალენსიადან” ხოსე გაიას დამატების ვარიანტიც განიხილებოდა, ტრანსფერზე თავად ესპანელი ფეხბურთელიც თანახმაა, თუმცა, საბოლოოდ, ფსონის თავდამსხმელზე დადება გადაწყდა.

თუმცა ეს სამწვრთნელო შტაბის პოზიციას წარმოადგენს, საბოლოო სიტყვა კი “ბლაუგრანას” მომავალ პრეზიდენტს ეკუთვნის.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • M10 S9 D11
    schedule 13 თებ 2021, 00:34
    #4

    ფირპოს ყოლას ბალდეს დაწინაურება ჯობია ბევრად

  • LM10RG10
    schedule 12 თებ 2021, 20:41
    #3

    ცენტრალური მცველია მთავარი პრობლემა და არა თავდამსხმელიიიი🤦🏻‍♂️

  • me da barca
    schedule 12 თებ 2021, 18:25
    #2

    ალვესი გაუშვეს და მას მერე ნორმალური მარჯვენა მცველი არ გვაღირსეს.

  • nika 54
    schedule 12 თებ 2021, 16:32
    #1

    "ვალენსიადან" ხოსე გაიას დამატების ვარიანტიც განიხილებოდა, ტრანსფერზე თავად ესპანელი ფეხბურთელიც თანახმაა, თუმცა, საბოლოოდ, ფსონის თავდამსხმელზე დადება გადაწყდა"
    ანუ გადაწყდა, რომ დაცვაში პრობლემა აღარა გვაქვს? მარტო გამტანია ჩვენი პრობლემა? არვიცი სუარეს-მესის დუეტი გყავდეს და ამ დუეტს შლიდე, ეხლა განტანს ეძებენ. მაგარი შორსმჭვრეტელი უნდა იყო ასეთი გათვლები აკეთო.