“ბარსელონას” საპრეზიდენტო კანდიდატმა ვიქტორ ფონტმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი კატალონიური კლუბში ჩავი ერნანდესის დაბრუნებაა, რომელიც, ამჟამად, კატარულ “ალ სადს” წვრთნის. ფონტმა “ბლაუგრანას” ლეგენდასთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გააკეთა.
თუ ჩავი ჩემს პროექტს არ შემოუერთდება, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მეორე დღეს თანამდებობას დავტოვებ.
რაც შეეხება კუმანს, მას კონტრაქტი აქვს. რონალდის მიერ აღებული პასუხისმგებლობა უნდა დავაფასოთ, რადგან მან ეს “ბარსასთვის” ასეთ მძიმე პერიოდში გააკეთა.
ჩავი კუმანის შემცვლელად? ეს სპორტის მენეჯმენტზეა დამოკიდებული. ჩავი, აუცილებლობის ჩემთხვევაში, კუმანის შეცვლის ერთ-ერთი ვარიანტი იქნებოდა.
მესი? ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ლეომ უკვე რამდენიმეჯერ თქვა, რომ მას კარიერის დასრულება “ბარსელონაში” უნდა.
– ფონტის ამ სიტყვებს TeveCat ციტირებს.
“ბარსას” საპრეზიდენტო არჩევნები 7 მარტს გაიმართება. ვიქტორ ფონტის გარდა, საპრეზიდენტო კანდიდატები ჟოან ლაპორტა და ტონი ფრეიშა არიან.
მე მგონი არჩევისთანავე რო გადადგე უკეთესია.
მაგაზე უკეთეს ვერაფერს იზამ თუმცა ეგ არც დაგჭირდება პრინციპში მაინც არ გაქვს პრეზიდენტობის შანსი ლაპორტას ფონზე.წესით უნდა დარწმუნებულიყავი უკვე მაგაში.
გაგვეცალე
მომკალით და ამის პროექტის დიდად არ მჯერა ტიპი ჯერ მოსული არააა და ისეთ აბრუსრდულ რამეებს იძახის და მოქმედებს გეგონება თანოსი იყოს და მის თითის გატკაცუნებაზეა დამოკიდებული ვინ წავა და დარჩება რან ისე რო არც ეკითხება.კიდე ლაპორტა ერთხელ თუ შეძლო ჭაობიდან გუნდის ამოყვანა მეორედაც არ გაუჭირება
ამას რა გონია ჩავი მოვა და ბაიერნად გადაიქცევა გუნდი? გუნდს აშენება უნდა ჩემო ფინტ, ლაპორტას აშენებული დააქციეთ ბართუშებმა.
თუ ჩავის იმედადაა ეს, მაშინ ჯერ გაარკვიე მოდის თუ არა, ტყუილა, რომ არ იწვალო.
ზღაპარს ყვება.
მაშინ რაღას მონაწილეობ
სუფთა შალვაა ნათელაშვილი
ამას დაჟე ის მესამე კანდიდატი მირჩევნია ერთ დღეს ერთს ამბობს მეორე დღეს მეორეს ეგრე არაა საქმე.
არ მჯერა ამის რატომღაც 🙂