ცოტა ხნის წინ დასრულდა ლა ლიგის 22-ე ტურის შეხვედრა, რომელშიც კატალონიის “ბარსელონამ” “რეალ ბეტისი”, ანგარიშით, 3-2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ “ბლაუგრანამ” პრიმერა დივიზიონში ზედიზედ 6 გასვლითი მატჩის მოგება მოახერხა, რაც, 2016 წლის მარტის შემდეგ, პირველად მოხდა.
“ლურჯ-ბროწეულისფერებმა” “ვალიადოლიდის”, “უესკას”, “ბილბაოს”, “გრანადას”, “ელჩესა” და “ბეტისს” მოუგეს.
“ბარსამ” იდენტური შედეგი 5 წლის დააფიქსირა, როცა, 2015/16 წლების სეზონში, “მალაგას”, “ლევანტეს”, “ხიხონის”, “ლას პალმასის”, “რაიო ვალიეკანოსა” და “ეიბარის” დამარცხება მოახერხა.
საუბარია ერთ სეზონში მოგებებზე. 2016/17 წლების სეზონის ბოლოს და 2017/18 წლების სეზონის დასაწყისში “ბარსამ” ლა ლიგის ასევე ზედიზედ 6 გასვლითი შეხვედრის მოგება მოახერხა, მაგრამ ეს გუნდის კარგ ფორმაზე ნაკლებად მეტყველებს, რადგან შემადგენლობაში სერიოზული ცვლილების გარდა, შეცვლილი იყო მთავარი მწვრთნელიც.
კარგია, რო მაყურებლები არ იქნებიან. რო მახსენდება რა ხმაური იციან ბასკებმა ამ სტადიონზე. უამრავი დოლები მთელი თამაში იმისთანას უბრახუნებენ ყურები დამიბუჟდა. ჩემ შვილს ვკითხე არ ეზარებათ ამხელა დოლების თრევა მეთქი სტადიონზე ყველა თამაშზე. და იცით რაო, თურმე ერთი ოთახი ქონიათ სტადიონზე ნაქირავები და იქ ინახავენო.
კარგია ბოლო პერიოდში გასვლაზე თამაში ძალიან უჭირდა გუნდს
ცხრილს, რომ გადახედავ მარტო ატლეს და ბარსას აქვს ბოლო 5 მატჩი მწვანედ მონიშნული.
კარგიაა ბრძოლა და ჟინიი უბრალოდ გადაიღალნენ ესენიც მაგრად…მთავარია არ ნებდებიან
ალავესთან უნდა გავზარდოთ ეგ შედეგი კიდევ! ისე ხო ბევრს ვერ იტანენ და არც დაცვაში ბრწყინავენ, მაგრამ თითქოს ისეთნაირად დაალაგეს თამაში რომ მაინც გამოუდით რაღაც.