მარკ ოვერმარსის “ბარსელონაში” მოსვლაზე პრესაში კიდევ ერთხელ დაიწერა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ჰოლანდიელი სპეციალისტი “აიაქსის” სპორტული დირექტორის პოსტზე 9-წლიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ თანამდებობის დატოვებას აპირებს.
ნიდერლანდებში გავრცელებული ცნობების თანახმად, საკმაოდ დიდი შანსია, ოვერმარსი “ბარსელონას” დირექტორთა საბჭოში ვიხილოთ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებს ჟოან ლაპორტა მოიგებს, რაც თითქმის გადაწყვეტილია.
ოვერმარსის კიდევ ერთი ვარიანტი ლონდონის “არსენალში” მუშაობაა, სადაც ის ფეხბურთელის რანგში “ბარსელონაში” გადმოსვლამდე, 1997-2000 წლებში თამაშობდა.




1 თვეც და გაირკვევა ეს დაუსრულებელი საგა
1 თვე და გაირკვევა თუ სად ვართ და ვისთან ვართ.
აიაქსთან მჭიდრო თანამშრომლობაა ასაწყობი, ისე რომ ორივე გუნდმა მოიგოს ამით 🙂
ფეხბურთელების პრიორიტეტული შესყიდვის უფლება, იჯარით გაშვება, ერთობლივი შესყიდვა – განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების შემთხვევაში…
სწორი მუშაობაა საჭირო
ეს უნდა მოიყვანონ ხელმძღვანელობაში
ეს რომ გადმოვიდეს აიაქსიდან შეილება კაი ტალანტების დამატება. აიაქსი ხომ კაი ტალანტების ადგილია!!