workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთის სპორტის მინისტრი მესის კონტრაქტს “გადაჭარბებულს” უწოდებს

ესპანეთის სპორტის მინისტრი მესის კონტრაქტს “გადაჭარბებულს” უწოდებს

ესპანეთის კულტურისა და სპორტის მინისტრი, ხოსე მანუელ როდრიგესი, Telemadrid-თან საუბარში აცხადებს, რომ თანხა, რომელსაც ლიონელ მესი “ბარსელონაში” იღებს, “გადაჭარბებულია”.

მესის ანაზღაურება გადაჭარბებულია და ეს კრიზისულ სიტუაციაში უფრო ნათლად ჩანს. რაღაცების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ, ასეთ ხელფასს მეცნიერები უნდა იღებდნენ… და ფეხბურთელებიც.

– ამბობს როდრიგესი.

მესის კონტრაქტის პირობები მადრიდულმა El Mundo-მ გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც, 2017-2021 წლებში არგენტინელის ანაზღაურებამ ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი შეადგინა. თუმცა სტატიაში არაფერი იყო ნათქვამი იმ შემოსავლის შესახებ, რომელიც “ბარსელონასთვის” მესის პირდაპირი და არაპირდაპირი გზებით მოაქვს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Guardiola21
    schedule 06 თებ 2021, 04:36
    #7

    შენ ვაბშე რასაჭირო ხარ? შენ არუნდა ღებულობდე ხელფასს საერთოდ და შენ უნდა გაქრე ჯობია … მესის დამსახურებაა სპორტი როგაქვთ ვაბშე ესპანეთში 😅 ( კაი ჰო ცოტას ვაჭარბებ მაგრამ ამას რა ტ*აკი ეწვის ვაბშე თავი მოიკლას ჯობია )

  • M10 S9 D11
    schedule 05 თებ 2021, 21:07
    #6

    ნეტა ამას ვინ ეკითხება

  • me da barca
    schedule 05 თებ 2021, 20:58
    #5

    ბარსას ნაცვლად რეალი, რომ ეწეროს არამგონია იგივე ეთქვა. რეალის გულშემატკივარია და პერესს რამენაირად გააპრავებდა.

  • Giorgi99
    schedule 05 თებ 2021, 20:44
    #4

    კრიშტიანუც ეგრე აკეთებს 100 მილიონს, ნეიმარი 80 მილიონს, ეხლა გაიგეს რომ ვარსკლავები დიდ თანხას გამოიმუშავებენ? სპეციალურად ებრძვიან მესის და კი იქნება ღირსი ესპანეთი დატოვოს და გადავიდეს სვა ლიგაში.

  • Zaqaria Davitashvili_2
    schedule 05 თებ 2021, 20:43
    #3

    მესი რომ არა ბარსა არაფერი არ იქნებოდა. მესისთვის ზედმეტი არაფერი არ არის

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 05 თებ 2021, 20:41
    #2

    არა როდის უნდა დამთავრდეს ამ თემის განხილვა? angry ლაპორტაა ის ერთადერთი ვის გარეშეც ამ ამბავს არ მოევლება და მანამდე გაგრძელდება მესის საქმეში ჩარევა და ცხვირის ჩაყოფა სანამ პრეზიდენტად არ მოვა. angry

  • BEQA BARCA
    schedule 05 თებ 2021, 20:23
    #1

    მესის გამო რომ შემოსავლები იზრდება ეგ არ ჩანს!! რომ წავა მესი მერე ნახეთ კრიზისი..