ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესი: “ყოველი ზაფხული “საპნის ოპერას” ჰგავს”

ვალდესი: “ყოველი ზაფხული “საპნის ოპერას” ჰგავს”

ესპანეთის ეროვნული ნარკებისა და კატალონიის “ბარსელონას” გოლკიპერმა, ვიქტორ ვალდესმა, თავისი აზრები გაუზიარა “სპორტის” ჟურნალისტებს კლუბისა და შესაძლო ტრანსფერების შესახებ. როგორც იცით, ძირითად გუნდს მომავალი წლიდან შეუერთდება ტიაგო ალკანტარა, ხოლო სატრანსფერო ბაზარზე მთავარი სამიზნე ფრანსესკ ფაბრეგასია. ვალდესი თვლის, რომ ორივე ნახევარმცველი საჭიროა კლუბისთვის და ისინი ნამდვილად წარმატებით იასპარეზებენ “ლურჯ–ბროწეულისფერთა” რიგებში.

 

ვალდესმა საქველმოქმედო აქციაზე განაცხადა, რომ :“ტიაგო და ფაბრეგასი ერთმანეთს ბრწყინვალედ შეუწყვილდებიან. მათ შეუძლიათ მუდმივი სიახლე შემოიტანონ გუნდში და განავითარონ თამაში”.

 

როდესაც ჰკითხეს ვიქტორს, თუ რას ფიქრობდა თავისი თანამემამულე სესკ ფაბრეგასის შესაძლო ტრანსფერზე, მეკარემ განაცხადა, რომ ის მოხარული იქნება “მეთოფეთა” კაპიტნის გადასვლით “ბლაუგრანაში”, რადგანაც სესკი ბრწყინვალედ შეეწყობა გუნდს: “ყოველ წელს “საპნის ოპერა” მეორდება, მაგრამ ის მაინც ლონდონში რჩება ხოლმე საბოლოოდ. ნამდვილად არ ვიცი შეძლებს თუ არა მიმდინარე ზაფხულს ის “ბარსელონაში” გადმოსვლას, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი – სესკს “ლურჯ–ბროწეულისფერთა” რიგებში სურს ასპარეზობა. ეს ტრანსფერი იქნება ძალიან წარმატებული და პოზიტიური”.

 

როგორც იცით, ხშირია დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, მოერგება თუ არა ფაბრეგასი კატალონიურ სტილს, რაზეც ვალდესმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თავისი მეგობარი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობს ჩავისთან, ინიესტასთან და სერხიო ბუსკეტსთან ერთად. სწორედ ამიტომ, მას არანაირად არ გაუჭრდება ადაპტაცია “კამპ ნოუს” ცხოვრებასთან: “ჩამოთვილი ფეხბურთელები არიან უმაღლესი დონისა და ტალანტის მქონენი. ისინი ეროვნულ გუნდში შესანიშნავად ეწყობიან ერთმანეთს და არ მგონია, რომ კლუბში რაიმე ნეგატიური შემოიტანონ. სესკის ტრანსფერის შემთხვევაში ბრწყინვალე ნახევარდაცვა გვეყოლება და არანაირი პრობლემა არ შეგვექმენბა”.

 

ვიქტორ ვალდესი ძალიან იმედგაცრუებულია იმით, რომ “ბარსელონა” კარგავს ბოიან კრკიჩს, რომელიც ლუის ენრიკეს “რომაში” აპირებს გადაბარგებას: “ძალიან ცუდი ამბავია, რადგანაც ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ბოიანია, ყოველთვის საყურადღებოა კლუბისთვის. როგორც არ უნდა იყოს, მე მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ მას კარიერაში”. განაცხადა ვალდესმა.

 

ვალდესმა ორიედე სიტყვით შეაფასა სანდრო როსელის პირველი წელი “ბარსელონას” პრეზიდენტის რანგში. მეკარე თვლის, რომ საკმაოდ წარმატებული წელი გამოდგა როსელისა და მისი კამპანიისთვის: “პრეზიდენტმა ყველაფერი შესანიშნავად გააკეთა”.

 

ბევრი მითქმა–მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, რომ კატალონიურ კლუბს აღარ ექნება მოტივაცია მომდევნო სეზონში და ისინი ნაკლებად ფოკუსირებულნი იქნებიან, თუმცა ვალდესმა განაცხადა: “პეპ გვარდიოლა არც ერთი წამით არ გოგვცემს დასვენების საშუალებას. მე ძალიან მოტივირებული ვარ და მსურს დიდი გამარჯვებები”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში