“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი “გრანადას” დამარცხებისა და ესპანეთის თასის 1/2-ფინალში გასვლის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა.
პირველ ტაიმში ფეხბურთი უსამართლოდ მოგვექცა, მაგრამ არ დავნებდით. ამ შედეგს ვიმსახურებთ.
უამრავი საგოლე მომენტი გვქონდა. სამწუხაროდ, ორი გოლი გავუშვით, მაგრამ ჩვენი ძალისხმევით დამატებით დროში თამაში მოვახერხეთ.
გრიზმანის თამაშით ბედნიერი ვარ. ანტუანი ყოველთვის თავდაუზოგავად მუშაობს. ის ამას იმსახურებს.
დღეს ჩვენი ხასიათი გამოვავლინეთ. ძალიან ამაღელვებელი მატჩი იყო.
ჩემი აზრით, ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის მოგება არარეალურია. თუმცა, ნახევარფინალში გასვლით დიდი ნაბიჯი გადავდგით, რომ ამ ტიტულის მოგება შეგვიძლია.
ანხელ დი მარიას კომენტარი იმის თაობაზე, რომ მესის პსჟ-ში გადასვლის არაერთი ვარიანტი აქვს? დი მარიას სიტყვები პარიზელთა მხრიდან უპატივცემულობაზე მიუთითებს. ეს სწორი არაა. ისინი პატივისცემით არც იმ ფეხბურთელს ეპყრობიან, რომელიც ჯერ კიდევ “ბარსას” საკუთრებაა.
გუნდის ყოველთვის მჯეროდა, რადგან ბევრი მომენტი შევქმენით. ეს ფეხბურთელების დიდი ძალისხმევის შედეგია.
ალბა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩემი საქმე არაა, მაგრამ, იმედი მაქვს, ის ესპანეთის ნაკრებში დაბრუნებას შეძლებს.




კიი ეგ უკვე აღარ ახსოვთ აქ მწერალ ექსპერტებს
არადა ამას სუარესთან ერთად ალბას გაშვებაც უნდოდა ბუსკეტსისაც და პიკესიც.
გრიზმანის მომთრევს :@
ალბა ნაკრებში? დაეტიობ ბარსაში!
აუ რა შეცვლები მისცხო ჯიგარმაა:დ ისე კი გაამართლა რავი
რას ნიშნავს, ლა ლიგის, ჩემპიონთა ლიგის და კოპას მოგება არარეალურია?
ის ორი ჰო, მაგრამ კოპას მოგება რატოა არარეალური?
კუმან ნეტა ის კაცი ვინ იყო დღეს N19 მაისურით სათამაშოდ რომ შეუშვი

Gia grigalavas ფან-კლუბი,
ფეხბურთის გულშემატკივარს აზარის ტრავმა არ უნდა გახარებდეს, მერე რა, რომ ბარსას ფანები ვართ. ელემენტარული ადამიანური თანაგრძნობა მაინც გამოიჩინე მეგობარო.
C.PC5,
ცუდადვარ დდდდდდდდდდდ
შენ მალადეც კიდე! შეცლები იცი იპოლიტე ხვიჩიასავით ერთი ერთში აჯენ!
სად გქონდათ ეგ ხასიათი აქამდე?