“ბარსელონას” საკუთრებაში მყოფი ცენტრალური მცველი ჟან-კლერ ტოდიბო, რომელიც, ამჟამად, “ბენფიკაში” იჯარით ირიცხება, ფრანგულ “ნიცაში” გადადის.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტოდიბო “ნიცაში” სამედიცინო შემოწმებას გადის. 21 წლის ფეხბურთელი ფრანგულ კლუბს მიდმინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება.
იმავე წყაროს ცნობით, “ნიცას” სეზონის ბოლოს ტოდიბოს დაახლოებით 10 მილიონ ევროს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება. ივარაუდება, რომ ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება.
ტოდიბო 2020/21 წწლების სეზონის პირველ ნახევარში განათხოვრებული “ბენფიკაში” იყო, თუმცა ფრანგმა უკანახაზელმა ტრავმის გამო პორტუგალიურ კლუბში ფეხის მოკიდება ვერ შეძლო. მან “არწივების” რიგებში მონაწილეობა მხოლოდ 2 მატჩში მიიღო.
არადა როგორ მეგონა რო გაამართლებდა, ცუდი ხასიათის გამო როგორც მისმა აგენტმა განაცხადა ნამდვილად ვერ გახდება ჩვენთვის სასურველი მცველი, ანუ ბარსელონაში ცუდი ხასიათის ფეხბურთელი არ გვინდა და ზოგადად არცერთ გუნდს არაწყობს ცუდი ხასიათის ფეხბურთელი რომელსაც თავი ვინმეზე რამეთი მეტი ჰგონია
მინდოდა მოხოდილიყო და ამოსდგომოდა არაუხოს მარა რამე არ გამოდის! უპამეკინო გვინდა!
რო იძახით ლაციო კარგი ვარიანტიაო, აბა ლაციოს კითხეთ, არის ტოდიბო მაგათთვის კარგი ვარიანტი? ვის რად უნდა 1 წლის უთამაშებელი ფეხბურთელი? კარიერაში არაფერი რომ არ გაუკეთებია. ეს მაქსიმუმ მინგეზას დონის იყოს, ეგეც არამგონია.
რაის ნიცა კაი რაა!!! არადა ლაციო ძაან კაი ვარიანტი იყო ამისთვის😞