workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბართომეუ მესის კონტრაქტის დეტალების გასაჯაროებასთან კავშირს უარყოფს

ბართომეუ მესის კონტრაქტის დეტალების გასაჯაროებასთან კავშირს უარყოფს

გუშინ მადრიდულმა El Mundo-მ “ბარსელონას” კაპიტნის, ლიონელ მესის ასტრონომიული კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა. მალევე გაირკვა, რომ არგენტინელის ხელშეკრულებაზე წვდომა 5 პირს ჰქონდა, მათ შორის კი ერთ-ერთი კატალონიური კლუბის ყოფილი პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუა. შესაბამისად, პრესაში გაჩნდა იმის ვარაუდი, რომ ბართომეუს ლეოს კონტრაქტის დეტალების გასაჯაროებასთან კავშირი აქვს, თუმცა მან ეს ყველაფერი უარყო.

სრული სიცრუეა ის, რომ მესის კონტრაქტის დეტალები მე გავამჟღავნე. ლეო იმსახურებს იმას, რასაც ის სპორტულად და კომერციულად გამოიმუშავებს. რომ არა პანდემია, “ბარსას” ამ თანხის გადახდა შესანიშნავად შეუძლია.

– ციტირებს ბართომეუს სიტყვებს TV3.

გავრცელებული ცნობებით, მესის “ბარსელონასგან” ბოლო 4 წლის განმავლობაში 555 მილიონ ევროზე მეტი უნდა მიეღო.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლეო მესი სასამართოლში სარჩელის შეტანას აპირებს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც მის კონტრაქტზე ინფორმაციას ფლობდნენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • Albicelecte
    schedule 01 თებ 2021, 15:03
    #13

    არა ეხლა იმას აღიარებდა, რომ თავისი გაკეთებულია
    ვირთხა
    ჰო, ჩვენ შევიკირიბეთ, აქაუები და ჩვენ გავუგზავნეთ მუნდოს ინფორმაცია
    მართლა რო მუნდოა, თუკი მეგრულად ვთარგმნით(ეგ კი ვიცი მეგრულად არამეგრელმა კაცმა) smiley

  • 8-I N I E S T A-8
    schedule 01 თებ 2021, 14:10
    #12

    ციტატა: Wtf man
    ჯერ ამხელა თანხა რა სიღორეა. მილიარდელია ტიპი და მაინც ასე წველის გუნდს. იმსახურებს ბაზარი არაა მარა ცოტა ხო უნდა გაითვალისწინოს გუნდი მაგიტო ვეღარ ვაკეთებთ ტრანსფერებს და იჯვავს ყოველ წელს გუნდი ხან რომა ხმარობს და ხან ბაიერნი ლივერპული


    არ მოველოდი შენგან მსგავს კომემტარს🙃დავიჯერი მესის ეს ფული კოუ,დემბელე გრიზმანზე პრობლემურია?400 ამ უმაქნისებში გადაიხადეს და მესის ხელლფასი გახდა პრობლემა?ასეთი აღარასდროს დაიბადება ამას ვამბობ ხმამაღლა და იმდენი უნდა მისცენ რამდენსაც მოითხოვს.ამ კაცს იმანზე მეტი შემოსავალი მოაქ კლუბისთბის ვიდრე დანარჩენებს ერთად და რატო გახდა მესი ხელფასი პრობლემა?

  • me da barca
    schedule 01 თებ 2021, 13:47
    #11

    აბა რას იტყვის ეს გარეწარი მე გავამჟღავნეო? ტროლების ამბავი რა აღიარა?
    მაშინ დავწყნარდები ეს, რომ ამოყოფს თავს იქ, სადაც ამის ადგილია. ამისთანა მტერი ბარსას არ ყოლია, პერესის გოშია, რომელმაც დავალება გადაჭარბებით შეასრულა.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 01 თებ 2021, 13:14
    #10

    ეს მგონია და თუ დადასტურდა ისე უნდა დაისაჯოს ამის გაკეთების გამო და არამარტო ამ მიზეზით რომ მთელი ცხოვრება დაამახსოვრდეს.ამის ერთადერთი დამსჯელი კი ლაპორტაა.

  • C.PC5
    schedule 01 თებ 2021, 12:40
    #9

    გასკდება ამის საქმე და ისეთ რაღაცებს მოეფინება ნათელი რომ საფეხბურთო სამყარო ჩავარდება შოკში ასე მგონია რაღაცატომ.

  • Wtf man
    schedule 01 თებ 2021, 12:33
    #8

    ჯერ ამხელა თანხა რა სიღორეა. მილიარდელია ტიპი და მაინც ასე წველის გუნდს. იმსახურებს ბაზარი არაა მარა ცოტა ხო უნდა გაითვალისწინოს გუნდი მაგიტო ვეღარ ვაკეთებთ ტრანსფერებს და იჯვავს ყოველ წელს გუნდი ხან რომა ხმარობს და ხან ბაიერნი ლივერპული

  • nika 54
    schedule 01 თებ 2021, 12:27
    #7

    კი მაგრამ, ხო ეწერა კონტრაქტში, რომ ხელფასი აღნიშნულია დაქვითვებამდე, ანუ ფაქტიურად აქედან ლამის 40 პროცენტი მიაქვს საგადასახადოს, ან უფრო დაწვრილებით რო დაწერონ არ შეიძლება.

  • saba17
    schedule 01 თებ 2021, 11:40
    #6

    რით არ მოშორდა ეს,ან რა სახე აქ,რაღაც იჩალიჩა ამან უეჭველი.

  • M10 S9 D11
    schedule 01 თებ 2021, 11:33
    #5

    არა მე ვიყავიო მაგას იტყოდა გველია სუფთა

  • davidus2020
    schedule 01 თებ 2021, 11:32
    #4

    აჩკარიკა სატანა!!!

  • GiorgiGabe99
    schedule 01 თებ 2021, 11:30
    #3

    ვა ეს კიდე ცოცხალია კაცო :დდდ

  • ბასქუ10
    schedule 01 თებ 2021, 11:29
    #2

    უეჭველი ტუსკეცი იქნებოდა ის ვირთხა, ნუ არაა გამორიცხული ბართომეუ ყოფილიყო მაგრამ რატომღაც იმ კაცზე მაქვს ეჭვი

  • Always cule
    schedule 01 თებ 2021, 11:12
    #1

    აბა იტყოდა მე გავავრცელეო? ეს ან ტუსკეცი მგონია მე