ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 31 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 31 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 31 იანვარს მოხდა.

თამაშები

31 იანვარს “ბარსელონას” 17-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 12 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1932 წელი

მანუელ ოლივარესის დუბლის წყალობით “რეალ მადრიდმა” “ბარსელონა” მადრიდში 2-0 დაამარცხა.

1987 წელი

გარი ლინეკერის (სურათზე) ჰეთ თრიქის წყალობით “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” “კამპ ნოუზე” 3-2 დაამარცხა. ინგლისელმა პირველი 2 გოლი თამაშის საწყის 5 წუთში გაიტანა. ეს მისთვის ლა ლიგაში შესრულებული პირველი ჰეთ თრიქი იყო.

1987 წელი

“რეალ მადრიდთან” ჩატარებული თამაში “ბარსას” ლეგენდარული ცენტრალური მცველისთვის, მიგელისთვის ლა ლიგაში რიგით 350-ე გამოდგა.

2003 წელი

“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად რადომირ ანტიჩი დაინიშნა. მან ლუი ვან გაალი შეცვალა.

2003 წელი

კლუბმა დირექტორთა საბჭოს შეკრება დააანონსა. მიზეზი ყოფილი დირექტორის, რამონ ფუსტეს მიერ ჟოან გასპარის წინააღმდეგ აღძრული უნდობლობის საკითხი იყო. ფუსტემ გასპარს კლუბის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი უწოდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (5)

  • me da barca
    31 იან 2021, 18:53

    გასპარს ბართომ აჯობა, ორივეს დ****

  • ბასქუ10
    31 იან 2021, 17:17

    იმედია დღევანდელი კიდევ ერთი მოგება შეემატება ამ ფაქტებს

  • El pistolero 9
    31 იან 2021, 14:16

    BEQA BARCA,
    იმედია

  • C.PC5
    31 იან 2021, 13:19

    აი მომავალ წელს განაკუთრებული პუნქტი იქნება ამ დღეს ამ სტატიაში🤗 ბარსამ ნოუკამპზე ბილბაოს დედის დედა მიუვენზურაო🤣

  • BEQA BARCA
    31 იან 2021, 10:26

    მოგებები დღეს დამრგვალდება!!! 10 მოგება!!!