ფრანსიშკუ ტრინკაუს მიერ ლა ლიგის ეგიდით სათადარიგოთა სკამიდან ჩატარებული შეხვედრების რაოდენობა 13-ს უტოლდება.
მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელს ძირითად შემადგენლობაში თამაშის პრაქტიკა ხშირად არ ეძლევა, ის სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.
CatRadio-ს ცნობით, ნიდერლანდელი სპეციალისტი მას უფრო მეტად ენდობა და მეტ იმედსაც ამყარებს, ვიდრე სეზონის დასაწყისში. ასეთი ოპტიმისტური განწყობა თავად ტრინკაუზეც დადებითად მოქმედებს და ახალგაზრდა ფეხბურთელს დამაჯერებლობა ემატება.
“რაიო ვალიეკანოსთან” შეხვედრაში მან ძირითადიდან დაიწყო და პირველ ტაიმში იყო კიდეც მომენტი, სადაც მას მესიზე პასის გაკეთება მართებდა, თუმცა გარკვეულწილად ეგოისტურად იმოქმედა და ის შანსი ვერ გამოიყენა.




120 მილიონიან შემდგარ ვარსკვლავს ლა ლიგაში რომლის საქმეც მეტოქის კარში გოლების გატანაა მეორე წელია ვუყურებთ და იმის მეათედს ვერ აკეთებს რაც ევალება ! მაგაზე არაფერს ამბობენ !!!
მეორე წელია გრიზმანი ბარსაშია, მაგრამ რა? ვაცადოთ ამასაც, შეიძლება გაიხსნას და ათამაშდეს, თუ არადა როგორც მოვიდა ისე წავა.
ხალხნო შარშანდელ სეზონში ფელიშე გახსოვთ ატლეტიკოში? ვერაფერი ვერ ქნა მაგრამ წელს თუ ხედავთ რეებს შვება, აცალეთ კაცო რა შეჭამეთ ცოცხლად, ეგ პუჩი და პედრი ესპანეთის ჩემპიონატში არიან გაზრდილები და იციან ლა ლიგა ეს კი საერთოდ სხვა განზომილებაში მოხვდა და დრო უნდა. რა უბედურებაა ეს ორმაგი სტანდარტი, პუჩის ყველაფერი მოსაწონია და ტრინკაოსი კი არა?
გოლი სჭირდება, რომ უფრო ირწმუნოს საკუთარი თავი. მიხარია, რომ კუმანი ენდობა.
ძალიან მაგარია მე თუ მკითხავთ, საოცარი დრიბლინგი აქვს და ადგილზე შეუძლია რამდენიმე მეტოქე ძალიან ადვილად ჩამოიაოროს, მაგრამ გოლი ჭირდება აუცილებლად რომ გაიხსნას და უკეთესი გახდეს
ჩინური კრიშტიანუა
ვერ თამაშობს მაინც კარგად. იმ მომენტში კი მართლაც ძალუან ეგოისტურად მოიქცა.😠 გაეტანა მაინც!!
არ გაუმართლა თორე ცუდ პოზივიაში არ იყო როცა გოლი გწყურია მაგ სიტუაციიდან ყველა დაარტყამდა არ გაეწბილება სხვა მხრივ არ გავამართლებდი მესისაც ქონდა ესთი მომენტი და გაანიავა არადა დროული პასით ასისტს მიიწერდა..
თითქმის ყველა თამაშში იღებს მონაწილეობას როგორც მინიმუმ სკამიდან მაინც და სულ ცდილობს რაღაცის გაკეთებას, გოლი უნდა რომ გაიხსნას და იმ ეგოისტურ საქციელებსაც დაანებებს თავს.
ბრაგაში მოთამაშე ტრინკაოს აჩრდილიც არაა მაგრად გვაყირავეს პორტუგალიელებმა
არაფერი არ უთქვამს და არც უქნია. წამოვიდა უკან 😀
მომენტი გაგრძელდა. თან თასი იყო რაიოსთან, პსჟ სთან მოხდეს ეგეთი და დაამხობს თავზე. თან გააჩნია როგორ ხასიათზეა. ისე გოლი რო უნდა ფაქტია, ის პენალტი რო დაედოთ ერთი მაინც დარწმუნებული ვარ ლეო დაარტყმევინებდა. იქნებ გაიხსნას რავი. კაცს ადვილად ატყუებს ფაქტია და ლა ლიგაში ეგ ადვილი არაა. ტვინი უნდა ცოტა.
არ ვიცი რა გამოვა ამ ბიჭისგან. ნუ ჯერ პირველი სეზონია და ვაცადოთ მარა მე მაინცდა მაინც არ მეიმედება რაღაც აკლია, ჩემი აზრით კიდე ვერ გაითავისა სად თამაშობს და შოკშია, აი პედრისთვისაც პირველი სეზონია მარა ტიპი ფანტასტიკაა და თან ჯერ კიდე დასახვეწია. გაყიდონ გაყიდონ ლენგლე 30 € ფირპო 20€ პიანიჩი 30€ სერხი რობერტო 30 € ბრაითვეიტი 20 € კოუტინიო 50 € გრიზმანი 70€ დემბელე 70€ დაინატონ უფასოდ გარსია, ალაბა. ვეინალდუმი. დეპაი. და მომავალ წელს თუ შევძელით ჰალანდი თუ არა და მაგ ტრანსფერებიდან აღებული ფულით ვალებს მოახმარონ.. მაინც ტყუილად ყრიან ბარსაში და იღებენ ხელფასებს…. და იმედია ლაპორტა მალე მოვა რო ცოტა სატრანსფერო სიტუაცია გამოასწოროს რო ყველა ჩვენ გვტენის 150 000 000 ნებში და ჩვენ სხვებს ვჩუქნით
ბოლო მატჩი ვერ ვნახე, მესის რა რეაქცია ქონდა მაგ მომენტზე, არი შანსი რო ამან აწი სკამიდან ტაკო ვეღარ აწიოს?
რომც გაეტანა ეგ გოლი მაინც საგონებელში იყო, ბარსას ფეხბურთელს ეგეთი საქციელი არ ეკადრება. ისე კი ამ სეზონში კატასტროფაა და დე ლა ფუენტეს უნდა მიეცეს თავის გამოჩენის შანსი. უსამართლოდ იქცევა კუმანი. ლანგლე ყოველ თამაშში ა*ვამს და მაინც სულ აყენებს, ვინც შანსს იმსახურებს კი იმათ სათადარიგოდანაც არ უშვებს.