2020 წლის “სატრანსფერო ფანჯარა”, “ბარსელონასგან” განსხვავებით, Barcamania.ge-მ ძალიან კარგად გამოიყენა. სულ 4 ტრანსფერი განვახორციელეთ და ოთხივემ იმაზე მეტად გაამართლა, ვიდრე ველოდით.
წარმოგიდგენიათ დღევანდელი ბარსამანია josepkh-ის, ფეოლას, Tsitsi-სა და KraKen-ის გარეშე? ალბათ, არა. მათ ემატება ძველი არმია – David Villa, Writer, ჯერემი რენერი; მეორე სუნთქვა გახსნილი Wings და El Maestro. ეს ის ხალხია, ვინც 2020 წლის ბარსამანიას შექმნაზე თქვენთვის ზრუნავდა.
თუმცა საუკეთესო მხოლოდ ერთი უნდა იყოს და თქვენი, ჩვენი საიტის მომხმარებლების გადაწყვეტილებით, Barcamania.ge-ს 2020 წლის საუკეთესო მწერალი გახდა Titsi (აქ ფეიერვერკები).
Tsitsi-მ ბარსამანიას ნამდვილად ახალი სიცოცხლე შემატა, მომხმარებლების სიყვარული მალევე მოიპოვა და Writer-ის ორწლიანი ჰეგემონია დაამხო.
საიტის ადმინისტრაცია წლის საუკეთესო მწერალს გახეხილი ყველის შესანახი კონტეინერით დაასაჩუქრებს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონია არ გაიმართება!