ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 26 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 26 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 26 იანვარს მოხდა.

თამაშები

26 იანვარს “ბარსელონას” 16-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 10 მატჩი მოიგეს, 0 ფრედ დაასრულეს და 6 წააგეს.

1926 წელი

“ბარსელონამ” მწვრთნელის პოსტი შესთავაზა ავსტრიელ რიკარდ კონს (ზედმეტსახელად “პატარა დომბი”). ის გუნდს 38 თამაშის განმავლობაში წვრთნიდა.

1930 წელი

საკუთარ კედლებში (“ლეს კორტსი”) “რეალ მადრიდთან” ჩატარებულ მატჩში “ბარსელონა” 1-4 განადგურდა.

1939 წელი

ქალაქი ბარსელონა ნაცისტი დიქტატორის, ფრანსისკო ფრანკოს ჯართან ბრძოლაში მარცხდება, რასაც მალევე მთლიანი კატალონიის დაცემა მოჰყვება. ბარსელონაში ზეიმით შესულ ფრანკოს ჯარისკაცებს შორის არის “ბარსელონას” ლეგენდარული ფილიპინელი თავდამსხმელი პაულინო ალკანტარაც.

1955 წელი

კატალონიის ნაკრებს ლადისლაო კუბალა და ალფრედო დი სტეფანო დაემატნენ, ერთად კი მათ “ლეს კორტსზე” “ბოლონია” 6-2 გაანადგურეს. კუბალამ 2 გოლი გაიტანა, ხოლო დი სტეფანომ 1.

1983 წელი

“ბარსელონამ” ევროპის სუპერ თასის განმეორებითი თამაში “ასტონ ვილასთან” სტუმრად 0-3 წააგო, რამაც 2 მატჩის ჯამში 1-3 მარცხი გამოიწვია.

1995 წელი

79 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (1969-1970) ვიკ ბუკინგემი.

1997 წელი

“ბარსელონამ” “რაიო ვალიეკანო” 6-0 გაანადგურა. გოლები ლუის ენრიკემ, სერხიმ, რონალდომ (3) და პიციმ გაიტანეს.

2003 წელი

“ბარსელონამ” “სელტასთან” 0-2 წააგო, რის შედეგადაც გუნდი ლიდერ “სოსიედადს” 20 ქულით ჩამორჩა. ამ მარცხმა ლუი ვან გაალის (სურათზე) მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლება გამოიწვია.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • ბასქუ10
    26 იან 2021, 17:40

    როგორც ჩანს საკმაოდ ცუდი დღე ყოფილა 26 იანვარი ბარსასთვის

  • BEQA BARCA
    26 იან 2021, 10:30

    26 დღე ცუდია შარშან ამ დღეს საშინელი რამ მოხდა😔😔

  • C.PC5
    26 იან 2021, 10:28

    არაა 26 იანვარი ჩვენთვის კარგი დღე და ზოგადად სპორტისთვის არაა. დღეს კობის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა😭 შარშან ამ დროს შოკში ვიყავი ეს ამბავი რომ გავიგე😞.R.I.P