მოგეხსენებათ, 2017 წელს ფრანგულმა “პარი სენ-ჟერმენმა” კატალონიის “ბარსელონადან” ნეიმარ ჟუნიორი გადაიბირა და “ბლაუგრანას” ერთ-ერთი ლიდერი წაართვა. როგორც გახსოვთ, პსჟ-მ ბრაზილიელის სანაცვლოდ მისი გამოსასყიდი თანხა, 222 მილიონი ევრო გადაიხადა. ხსენებული თანხა უფრო მაღალი რომ ყოფილიყო, დიდი ალბათობით, 28 წლის ვარსკვლავი კვლავ “ბარსაში” იასპარეზებდა, ან, უარეს შემთხვევაში, კონტრაქტის ამოწურვამდე მოუწევდა დარჩენა.
ზემოხსენებული ფაქტის გამეორების თავიდან აცილების მიზნით, დღეს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მოთამაშეების გამოსასყიდი თანხა საკმაოდ მაღალია.
ახლა კი, Tribuna.com გვთავაზობს იმ თანხებს, რომლის გადახდაც მსურველ კლუბებს “ბარსელონას” ფეხბურთელებში მოუწევთ, თუ მათი შეძენით დაინტერესდებიან:
- ანტუან გრიზმანი – 800 მილიონი ევრო
- ლეო მესი – 700 მილიონი
- მარკ-ანდრე ტერ შტეგენი – 500 მილიონი (ოქტომბერში, კონტრაქტის გახანგრძლივებამდე, ეს თანხა 180 მილიონს შეადგენდა)
- ჟერარ პიკე – 500 მილიონი
- ჟორდი ალბა – 500 მილიონი
- სერჟი რობერტო – 500 მილიონი
- სამუელ უმტიტი – 500 მილიონი
- სერხიო ბუსკეტსი – 500 მილიონი
- ფრანსიშკუ ტრინკაუ – 500 მილიონი
- სერჟინიო დესტი – 400 მილიონი
- მირალემ პიანიჩი – 400 მილიონი
- ფრენკი დე იონგი – 400 მილიონი
- ფილიპე კოუტინიო – 400 მილიონი
- პედრი – 400 მილიონი
- ანსუ ფატი – 400 მილიონი (სექტემბერში, პირველ გუნდში დაწინაურებამდე, მისი გამოსასყიდი 170 მილიონი იყო)
- უსმან დემბელე – 400 მილიონი
- კლემან ლანგლე – 300 მილიონი
- მატეუს ფერნანდესი – 300 მილიონი
- მარტინ ბრეითუეიტი – 300 მილიონი
- ნეტუ – 200 მილიონი
- ჟუნიორ ფირპო – 200 მილიონი
- რონალდ არაუხო – 200 მილიონი (პირველ გუნდში დაწინაურების შემდეგ, ურუგვაელის ღირებულება გაორმაგდა)
- ოსკარ მინგესა – 100 მილიონი
- რიკი პუჩი – 100 მილიონი
ანუ გრიზმანში თუ 800 მილიონი არ მოგვცეს, კაპიკს არ დავუკლებთ?(მოვკვდი კაცი) სხვებზე ლაპარაკიც არ ღირს თუნდაც ბრეიტვეიტზე.
ალენიასი 150ია
ეხლა რომ ვიღაც შეიხმა მოინდომოს ახალი გუნდის გაკეთება და გამოსასყიდი გადაიხადოს, კოუტინიოს, ბრაითვაიტისა და გრიზმანისათთვის… ლენგლე, ფირპო, დემბელე და პიანიჩიც რომ მოინდომოს

ვაახ გუნდში 800 მილიონად შეფასებული ფეხბურთელი გვყოლია და არ ვიცოდი

ისე ქინძი პსჟ გაბოროტებულზე ბარსას საზიანოდ კი გადაიხდის 200 აეაუხოში მალე 😀 ნეიმარს სპეციალურად ჩაუდეს 222 რო გაყიდულიყო
ბრაიტვეიტი 300 მილიონიო🤣 მინგესას და არაუხოს მოუმატონ ჯობია
არაუხოს მოუმატონ და არ ვდარდობ სხვას 😀 მაგაზე მოთხოვნა რო იქნება მაშინ შეიძლება 200 მილიონი არაფერი არ იყოს :დ
გრიზმანს კიდე მოუმატეთ არავინ წაგართვათ 😀
ყველას ფასი 10-ზე რომ გავყოთ ეხლა მაგდენადაც ვერ გაყიდი 😀
კოუს, გრიზმანის, დემბელეს თანხა ჩამოწიეთ 100-მდე და თუ ვინმეს მოუნდა სიხარულით გაატანეთ.
ლენგლე, ბრეითვეიტი, ფირპო ჩამოწიეთ 20-30-მდე.
ამხელა თანხები რომაარის რაპონტია ვერ ვხვდები პიანიჩი რომ გაუშვან 400მილიონად გაუშვებენ ? ან ლენგლე რომ გაუშვან 300მილიონი? რანაირად ურახუნებენ ამ არაფრის მომცემ თანხებს
აბაა დაჟე ბონუსი ჩატარებულ მატჩებზე😂😂
ამათ ვინ შეეხება სანამ კონტრაქტი არ დაუმთავრდებათ😆🤣
ზოგიერთებს იმდენი აქვთ ვითომ ნაკლები რო იყოს გამოისყიდიდა რომელიმე გუნდი ეცემოდა და (მიხვდებით რომლებზეც მაქვს საუბარი)
მაგენს გრანდები არ იყიდიან და პატარა გუნდები მთლად მაგდენი ღირს🤣🤣😂
აუ ლენგლე ბრაიტვატი და ფირპო რო გამოისყიდონ რას გაასწორებს…. ეეჰ კაია ოცნება