workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” ბიუჯეტი მალე 7 მილიონით შეივსება

“ბარსას” ბიუჯეტი მალე 7 მილიონით შეივსება

გასული წლის სექტემბერში “ბარსელონამ” ახალგაზრდა ფეხბურთელები, მონჩუ და სერხიო აკიემე “ჟირონასა” და “ალმერიაში” იჯარით გაუშვა. მაშინ ამ ტრანსფერებისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია, დღეს კი, დიდი ალბათობით, ამ ფეხბურთელებისგან “ბარსა” არცთუ მცირე ფინანსურ სარგებელს ნახავს.

ორივე ფეხბურთელის შემთხვევაში კლუბებს შორის გაფორმდა ასეთი შეთანხმება – თუ მოთამაშე სეზონის განმავლობაში მონაწილეობას 22 შეხვედრაში მიიღებდა, კლუბს (“ჟირონა” ან “ალმერია”) მისი 3.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება წარმოექმნებოდა.

მონჩუმ “ჟირონაში” უკვე 21 შეხვედრა ჩაატარა, აკიემემ კი “ალმერიას” მაისურით 17-ჯერ ითამაშა. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ორივე მათგანი 22 თამაშიან ნიშნულს უახლოეს მომავალში მიაღწევს და “ბარსელონას” ბიუჯეტიც 7 მილიონი ევროთი შეივსება.

რატომ არის მნიშვნელოვანი მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლუბისთვის “სულ რაღაც” 7 მილიონი? შეგახსენებთ, რომ ამჟამად “ბარსელონა” საკუთარ თავს იმის უფლებას ვერ აძლევს, რომ დაახლოებით ამ თანხად ერიკ გარსია ან მემფის დეპაი დაიმატოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • me da barca
    schedule 24 იან 2021, 20:36
    #9

    7 მილიონს გუნდი პახმელიაზე ხარჯავდა, დღეს კი…

  • Don_Andresito
    schedule 24 იან 2021, 18:27
    #8

    არადა მონჩუ კარგი ბიჭი იყო. ფაბრეგასს გავდა სტილით. უკან გამოსყიდვა თუ დაგვიჯდა 30 მერე ნახეთ

  • Iniesta_8
    schedule 24 იან 2021, 16:18
    #7

    ვერავის ყიდვას ვერ მოასწრებენ და არც ეყოფათ ეგ თანხა. წავა მალე იანვარი და ზაფხულამდე მოცდა მოუწევთ. თუმცა ზაფხულშიც ვერავის იყიდიან, ახლა ფული თუ არ აქვთ 4 თვეში თავისით არ გაჩნდება. თუ ვინმეს გაყიდიან მაგ: კოუტინიოს, გრიზმანს ან პიანიჩს მაგ ფასადვე შეიძლება მოიყვანონ ვინმე. უფასო ტრანსფერებიდან დეპაი და ვეინალდუმი უეჭველი დაიდება მარა რამდენად საჭირო არიან ეგ კიდევ ცალკე საკითხია. მე არ მახსენდება ლევანდოვსკის გარდა უფასო ტრანსფერი რომ გაემართლებინა მთლიანად მოლოდინი.

  • C.PC5
    schedule 24 იან 2021, 16:18
    #6

    თასიდანაც ხომ უნდა მიეღოთ ცოტა ფული და იმაზე რატომ არ თქვეს არაფერი?! კაია ამათი ტრანსფერით თუ მაინც შეავსებენ ბიუჯეტს. იქნებ ერთი ტრანსფერი განოჩარხონ იანვარშივე.

  • გოგიბერიძე
    schedule 24 იან 2021, 16:12
    #5

    იანვარში გვინდა უეჭველი რომელიმე

  • M10 S9 D11
    schedule 24 იან 2021, 15:23
    #4

    ეგება დეპაი მაინც დავითრიოთ მაგ მაყუთით

  • BEQA BARCA
    schedule 24 იან 2021, 15:08
    #3

    ეგ კიდე კაია ისეთი კრიზისია 7 მილიონი კი არა 1 მილიონიც გვჭირდება. თუ არ დასვეს სკამზე კი. როგორც დიდი ალბათობით კოუტინიოს შემთხვევაში. 😁😁

  • ბასქუ10
    schedule 24 იან 2021, 14:57
    #2

    ერთი ჭკვიანური ნაბიჯი მაინც გაუკეთებია ბართომეუს, 7 მილიონი ამ შემთხვევაში კარგი თანხაა ბარსასთვის

  • Barca_MNS
    schedule 24 იან 2021, 14:54
    #1

    გაუთვალისწინებელი რა დასვამენს სკამზე და ეგაა smile laughing ბარსამ კოუტინიოს გაუეკთა და ამათ აკიმეს და მუნჩოს რავერ უნდა გაუკეთონ