სადაცაა იანვარი გავა, “ბარსელონას” კი 2021 წელს “კამპ ნოუზე” ჯერ კიდევ არ უთამაშია. რონალდ კუმანის გუნდი სახლში 31 იანვრამდე არც ითამაშებს.
“ბლაუგრანას”, ამჟამად, გასვლაზე ზედიზედ 8 თამაშის ჩატარება მოუწევს, რაც ერთგვარი ახალი რეკორდიცაა. კატალონიელები სტუმრად უკვე დაუპირისპირდნენ “უესკას” (ლა ლიგა), “ბილბაოს” (ლა ლიგა), “გრანადას” (ლა ლიგა), “სოსიედადს” (ესპანეთის სუპერ თასის 1/2-ფინალი, კორდობა), “ბილბაოსა” (ესპანეთის სუპერ თასის ფინალი, სევილია) და “კორნელიას” (ესპანეთის თასი). “ბარსა” კიდევ 2 გასვლით შეხვედრას გამართავს “ელჩესთან” (ლა ლიგა) და “რაიო ვალიეკანოსთან” (ესპანეთის თასი). გამოდის, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერებს” მშობლიურ სტადიონზე ფეხი ზედიზედ 6 თამაშია არ დაუდგამთ და ამას ვერც მომდევნო 2 მატჩში გააკეთებენ.
როგორც უკვე მოგახსენეთ, 8-მატჩიანი გასვლა “ბლაუგრანას” ახალი რეკორდია. “ბარსელონას” ისტორიაში აქამდე სტუმრად ზედიზედ მაქსიმუმ 4 თამაში გაუმართავს. ასეთი რამ მხოლოდ 2-ჯერ მოხდა – პირველად 2014 წელს, მეორედ კი 2019 წელს:
2014 წელი
- 11 იანვარი: ატლეტიკო-ბარსელონა 0-0 (ლა ლიგა)
- 16 იანვარი: ხეტაფე-ბარსელონა 0-2 (ესპანეთის თასი)
- 19 აინვარი: ლევანტე-ბარსელონა 1-1 (ლა ლიგა)
- 22 იანვარი: ლევანტე-ბარსელონა 1-4 (ესპანეთის თასი)
2019 წელი
- 19 თებერვალი: ლიონი-ბარსელონა 0-0 (ჩემპიონთა ლგა)
- 23 თებერვალი: სევილია-ბარსელონა 2-4 (ლა ლიგა)
- 27 თებერვალი: რეალი-ბარსელონა 0-3 (ესპანეთის თასი)
- 2 მარტი: რეალი-ბარსელონა 0-1 (ლა ლიგა)
პ.ს. იოვიჩი ყოველი თამაშიდან მოკითხვას უგზავნის ტლოპინას დღესაც გაიტანა მასტმა
ბარსაშიც ხომ ეპატიჟებოდნენ მაგას როცა გაიბრწყინა? მაშინაც ძაან მომწონდა და ახლაც ძაან გამიხარდება რომ აახიონ რეალს. უბრალოდ ეგ ტრანსფერი ძაან რთული იქნება.
ამდენი მგზავრობა მერე ეს 120 წუთიანები კლავს ისედაც მკვდარ გუნდს. ტრავმები ნახეთ უახლოეს თამაშებში. მსგავსი რამ რეალს გაუკეთონ დედის სისხლს ააძრობენ ტებასს თუ ვინც აკეთებს მაგას. ზიდანი რას იტირებდა ეგრე რო მოწეოდა.. ან კაზემირო ან რამოსი
სახლში თამაშები მერე გამოგვადგება ცოტა რო დაიძაბება უკვე ჩემპიონატი, და გასვლაზე მეტი სახლში თამაში გვექნება დარჩენილი
ზატო იმედია ატლეს დაეწყება ჩავარდნა და მაშინ გამოვიყენებთ საშინაო მატჩებს დიდ პლიუსად, მარა ნამეტანი მოშნი ჰანდიკაპი აქვთ ნაჯახებს და ეს ყველაფერი მხოლოდ სუარესის წყალობით 😐
ამ გადატვირთულ გრაფიკს პლიუს ეს ზედიზედ ამდენი გასვლითი მატჩი მაგრად დაეტყო გუნდს იმენა გამოიგიტა კამანდა
პ.ს. იოვიჩი ყოველი თამაშიდან მოკითხვას უგზავნის ტლოპინას დღესაც გაიტანა მასტმა
როგორ კარგად მახსოვს ბოლო ორი თამაში კლასიკოები როცა მოვიგეთ 0-3 0-1 და იმის მერე ვერ მოგვიგია. ეჰჰ😔😔😔