“ბარსა” ენრიკეში 5 მილიონს ითხოვს

“ბარსა” ენრიკეში 5 მილიონს ითხოვს

 

როგორც კატალონიური გამოცემა “სპორტი” გვამცნობს, ანდალუსიური “სევილია” კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი მცველით დაინტერესდა…

 

მარსელინო გარსია ტორალი 2011 წლის თებერვლიდან სანტანდერის “რასინგს” ედგა სათავეში. სწორედ იგი წვრთნიდა “ბარსას” ბრაზილიელ მცველს, ენრიკეს, რომელიც უკვე 2 სეზონია, რაც არენდის წესით, სანტანდერული გუნდის ღირსებას იცავს. ახლა კი შესაძლოა მან თავი ანდალუსიურ “სევილიაში” ამოყოს … ტორალი მომავალ სეზონში “სევილიას” გაწვრთნის.

 

როგორც ესპანურ პრესაში წერენ, ანდალუსიელები ახლა ყაზანის “რუბინის” ფეხბურთელით, ცეზარ ნავასით არიან დაინტერესებული. თუმცა, მათ ნავასის ალტერნატივა უკვე ნაპოვნი ჰყავთ. ალტერნატიულ გზას სანტანდერში მივყავართ, სადაც ენრიკე თამაშობს. შესაძლოა მომავალი სეზონიდან ენრიკემ სევილიური გუნდის ღირსება დაიცვას. “სპორტის” ცნობით, ბრაზილიელ ფეხბურთელში კატალონიელები დაახლოებით 4–5 მილიონ ევროს ითხოვენ. თანხის ეს რაოდენობა კი იმაზე ნაკლებია, რამდენსაც ყაზანელები ნავასში ითხოვენ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი