მადრიდის ”რეალის” არგენტინელმა ნახევარმცველმა, ფერნანდო გაგომ განაცხადა, რომ ”ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო გუნდია.
”მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ”ბარსელონაა”. აი ”რეალის” გულშემატკივრები კი ამას არასდროს აღიარებენ. ფანები ფიქრობდნენ, რომ ”რეალის” დაამარცხებდა ”ბარსელონას”, მაგრამ გასულ სეზონში ეს შეუძლებელი იყო” – გაგოს სიტყვებს ”marca” ციტირებს.
მიმდინარე ზაფხულს გაგო სავარაუდოდ დატოვებს მადრიდულ კლუბს, რადგან ჟოზე მოურინიოს გეგმებში ის აღარ ჯდება. გასულ სეზონში ”ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო მადრიდის ”რეალს” მხოლოდ სამეფო თასი ერგო.