მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელის, კიკე სეტიენის ასისტენტი, ედერ სარაბია კატალონიელთა მცველის, ჟერარ პიკეს მფლობელობაში მყოფი “ანდორას” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.
ამასთან დაკავშირებით 40 წლის სპეციალისტი კომენტარს აკეთებს, რომელსაც Mundo Deportivo ციტირებს:
პირველ რიგში, მინდა, კიკე გავიხსენო. მის გარეშე აქ არ ვიქნებოდი. ჩემთვის სეტიენი განსაკუთრებული ადამიანი და მამის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნებაა, რომელსაც საფეხბურთო სამყაროში შევხვდი. ის მეგობარზე ბევრად მეტია – კიკე ჩემთვის მამასავითაა.
მამაჩემმა მითხრა, რომ კანტაბრიელი ყველაზე კარგი ადამიანია, ვინც ოდესმე მინახავს. სამუშაოდ მასზე უკეთეს პიროვნებას ვერ ვიპოვიდი. მისგან ბევრი ვისწავლე, ჩვენ ბრწყინვალე მომენტები და ექსტრაორდინალური ურთიერთობა გვაკავშირებს.
ამ დღეებში, კიკეს ველაპარაკე და როგორც ყოველთვის, მან მხარი დამიჭირა. ვიცი, რომ იგი ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსი იქნება, რათა დამეხმაროს. ამჟამად ერთად არ ვართ, მაგრამ, შესაძლოა, მომავალში ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთოს.
ამ კვირაში ჟერარ პიკემ დამირეკა და რამდენიმე თემაზე ვისაუბრეთ. ერთ-ერთი რამ, რამაც ყველაზე მეტად გამაოცა, ისაა, თუ რამდენად ჩართულია კატალონიელი ამ პროექტში. “ბარსას” 3-იანი მისი ფეხბურთელების ყველა მატჩს უყურებს, თანაც, რამდენიმე მათგანს – არაერთხელ.
კლუბს ამ შესაძლებლობის მოცემისა და ჩემი იდეების მოსმენისთვის მადლობას ვუხდი. გუნდში დიდ ენთუზიაზმით მოვდივარ და აქ განვითარების სურვილს ვხედავ. გვსურს, ჩვენი გამოცდილებისა და ცოდნის დემონსტრირება მოვახდინოთ.
რა თქმა უნდა, “ანდორას” წინა მწვრთნელი, ნაჩო კასტრო არ უნდა დავივიწყოთ, რადგან ეს პროექტი მასთან ერთად დაიწყო და ვიმედოვნებ, ის ამ მიღწევების ნაწილი იქნება.
ცნობისთვის, ანდროული კლუბი ესპანეთის ჩემპიონატში გამოდის. ამჟამად პიკეს გუნდი სეგუნდა დივიზიონ ბ-ში ასპარეზობს.
ცხოვრება კურიოზებითაა სავსე. ადამიანი, რომელსაც თამაშის დროს უყვიროდა, დღეს მისი ბოსია.
რეალს ვერ შეხვდება, სხვადასხვა ჯგუფებში არიან. აი ბარსა ბ-ს კი შეხვდება.
ვფიქრობ ეს კაცი იმიტომ მიიყვანა პიკემ რომ საკმაოდ მომთხოვნი და მკაცრი მწვრთნელია, საკმაოდ კარგი არჩევანი გააკეთა პიკემ, აბა იქ ტოპ კლასის მწვრთნელი არ წაყვებოდა და ამას საკმაო გამოცდილება აქვს და ასე თუ ისე ვფიქრობ გამოადგება
აბა შენ იცი რეალს თუ შეხვსები სადმე გაუყარე 😂😂😂
ალბათ რაღაც მოწონს ამაში პიკე ტყუილად არ მიიყვანდა. შეილება მარტომ გაამართლოს.
ის დრო რომ მოვა, როდესაც პიკე ანდოართი ახლხიალებს რეალ მადრიდს
დარწმუნებული ვარ, ამისი მუღამი აქვს
მიდი სეტიენიც მიიყვანე მალე მანდ ერთად რომ ააყვავოთ გუნდი. პიკესგან გამკვირვებია ეს რომ მიათრია გუნდში.