ნაჩო ფერნანდესმა საქართველოსთან მატჩამდე ლამინ იამალი შეაქო და 1/8-ფინალური მატჩიც შეაფასა.
როგორც მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი ამბობს, იამალი განსაკუთრებული ხარისხის მქონე მოთამაშეა, საქართველოსთან კი ესპანეთს არც ისე იოლი დაპირისპირება ელის.
იამალის შემთხვევა განსაკუთრებულია. ამაზე ჯგუფში ვსაუბრობთ ხოლმე. როდესაც 16 წლისები ვიყავით, მაშინ საკუთარ მეგობრებთან ერთად სკოლაში დავდიოდით და ერთმანეთში ვხუმრობდით. წარმომიდგენია თუ როგორი ოცნების ცხოვრება აქვს მას. ლამინ იამალს გააჩნია ყველაფერი, რათა არაჩვეულებრივი ფეხბურთელი იყოს. დიდი პატივია, რომ ის ნაკრებში ჩვენთან ერთად თამაშობს.
რაც შეეხება საქართველოსთან გასამართ 1/8-ფინალურ დაპირისპირებას, არ გვაინტერესებს თუ ვინ გვთვლის ფავორიტებად. წინ რთული თამაში გველის. ჩვენი მეტოქე აქცენტს სწრაფ კონტრშეტევებზე გააკეთებს, ჩვენ კი ჩვენივე ფეხბურთის ჩვენება უნდა ვცადოთ.
– თქვა 34 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ახალ სეზონს ქუვეითის “ალ ქადისიაში” დაიწყებს.
ამის კომენტარს თუ რამე აზრი აქვს, ილაპარაკოს. მე ეს არასდროს დიდ ფეხბურთელად არ ჩამითვლია, უფრო სათადარიგო იყო მუდმივად.
ამან ისიც თქვა იმედია მამარდაშვილს კარგი დღე არ დაუდგებაო და ამოვტენითო. ეს უტიფარი.