გავლენიანმა გამოცემამ “Sports Illustrated”–მა რამდენიმე კრიტერიუმით აირჩია 11 ფეხბურთელი, რომლებიც 2010/2011 წლის გუნდში მოხვდნენ. “Sports Illustrated”–ის ჟურნალისტმა გრენტ ვოლმა მცირე კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ აირჩია კატალონიური გრანდიდან 6 ფეხუბურთელი.
გრენტ ვოლი: “იმ თერთემეტეულში, რომელიც ჩვენ შევადგინეთ, გვსურდა გვყოლოდა სოლიდური დაცვა, მაგრამ გავითვალისწინეთ 3 ფაქტორი: პირველი, იმ შემთხვევაში, თუ ბურთს ხშირად გააკონტროლებ დაცვას ნაკლები სამუშაო ექნება. მეორე, “ბარსელონა” და ესპანეთის ნაკრები თამაშობენ სწრაფ პრესინგს ბურთის დაკარგვის შემთხვევაში და ამას სწორედ ის ვარსკვლავი ფორვარდები აკეთებენ, რომლებიც გუნდში ჰყავთ და მესამე, საჭიროა ორი ფეხბურთელი, რომელიც ცენტრს დაიჭერს და დაეხმარება დაცვას”.
|
ნომერი |
პოზიცია | ფეხბურთელი |
კლუბი |
ეროვნება |
| 1 | მეკარე | იკერ კასილიასი | “რეალ მადრიდი” | ესპანელი |
| 2 | მცველი(მარჯვენა) | დანი ალვესი |
“ბარსელონა” |
ბრაზილიელი |
| 3 | მცველი(ცენტრალური) | ხერარდ პიკე | “ბარსელონა” | ესპანელი |
| 15 | მცველი(ცენტრალური) | ნემანია ვიდიჩი | “მანჩესტერ იუნაიტედი” | სერბი |
| 3 | მცველი(მარცხენა) | პატრის ევრა | “მანჩესტერ იუნაიტედი” | ფრანგი |
| 31 | ნახევარმცველი | ბასტიან შვაინშტაიგერი | “მიუნხენის ბაიერნი” | გერმანელი |
| 6 | ნახევარმცველი | ჩავი ერნანდესი | “ბარსელონა” | ესპანელი |
| 8 | ნახევარმცველი | ანდრეს ინიესტა | “ბარსელონა” | ესპანელი |
| 7 | თავდამსხმელი | დავიდ ვილია | “ბარსელონა” | ესპანელი |
| 10 | თავდამსხმელი | ლიონელ მესი | “ბარსელონა” | არგენტინელი |
| 7 | თავდამსხმელი | კრიშტიანო რონალდო | “რეალ მადრიდი” | პორტუგალიელი |