ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელები – მესის მე-2 ადგილზე გადასვლის შანსი აქვს

ყველა დროის ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელები – მესის მე-2 ადგილზე გადასვლის შანსი აქვს

იმ შემთხვევაში, თუ დღეს ლიონელ მესი განაცხადში მოხვდა (რაც თითქმის გარანტირებულია), ხოლო “ბარსამ” ესპანეთის სუპერ თასის ფინალში “ბილბაო” დაამარცხა, ლეო ყველა დროის ყველაზე ტიტულიან ფეხბურთელებს შორის მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლებს.

თუ დღეს “ბარსამ” მოიგო, მესის კარიერაში 37 ტიტული დაუგროვდება. ის ამ მაჩვენებლით ანდრეს ინიესტასა და მაქსველს გაუთანაბრდება და ყველა დროის ყველაზე ტიტულიან ფეხბურთელს, დანი ალვესს მიუახლოვდება. ლეგენდარულ ბრაზილიელ მარჯვენა მცველს კარიერაში 42 ტიტული მოუგია.

მესის 36-დან 34 ტიტული “ბარსელონას” მაისურით აქვს მოგებული – 10 ლა ლიგა, 8 ქვეყნის სუპერ თასი, 6 ესპანეთის თასი, 4 ჩემპიონთა ლიგა, 3 ევროპის სუპერ თასი და 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. არგენტინის ნაკრებთან ერთად კი მან ოლიმპიადა და 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

ისტორიაში ყველაზე ტიტულიან ფეხბურთელს, დანი ალვესს ტიტულების ნახევარზე მეტი (23) “ბარსელონაში” აქვს მოგებული – 6 ლა ლიგა, 4 ესპანეთის თასი, 4 ესპანეთის სუპერ თასი, 3 ჩემპიონთა ლიგა, 3 ევროპის სუპერ თასი და 3 მსოფლიოს ჩემპიონატი.

ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელების ათეული ასე გამოიყურება:

  1. დანია ლვესი 42
  2. ანდრეს ინიესტა 37
  3. მაქსველი 37
  4. ლიონელ მესი – 36
  5. რაიან გიგზი – 36
  6. კენი დალგლიში – 35
  7. ჟერარ პიკე – 34
  8. ვიტორ ბაია – 34
  9. ჩავი ერნანდესი – 33
  10. კრიშტიანუ რონალდუ – 32

როგორც ხედავთ, ათიდან 5 “ბარსას” ლეგენდაა. გარდა ამისა, მაქსველს 37-დან 9 ტიტული “ბარსელონაში” აქვს მოგებული, ხოლო ვიტორ ბაიამ 34 ტიტულიდან 5 “ბლაუგრანაში” მოიგო. ათეულიდან მხოლოდ სამია, ვისაც “ბარსელონაში” არ უთამაშია. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში მოთამაშე გუნდებს შორის ყველაზე ტიტულიანი სწორედ “ბარსელონაა”.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (8)

  • Iniesta. And messi
    17 იან 2021, 23:17

    ინიესტას 39 ტიტული აქცს და არა 37 დანი ალვეზს კი 41 და არა 42

  • ალექსი
    17 იან 2021, 23:00

    მაქსველი მესის ასწრებს სადაა სამართალი smile

  • Don_Andresito
    17 იან 2021, 22:35

    ლეომ სუპერ კოპას გარდა წელს რამე მიამატოს, მერე კოპა ამერიკა, მერე ტრიპლეტი და პირველზეც გადავა. თუ რა თქმა უნდა დანი ალვესმა კარიერის ბოლოს სელტიკში თამაში არ გადაწყვიტა. კრისა კაცი ეგა, პსჟ, იუვე, ეგ საფრანგეთის თასები და ჟღანობები არც უნდა ითვლებოდეს.

  • Ბარსა13
    17 იან 2021, 19:32

    BEQA BARCA,
    Აბა რაა დღეს ღამე

    BarcaFan❤💙,
    Სევილიაში არ წასულა ეგ და კოუ

  • katalomia
    17 იან 2021, 18:59

    ციტატა: BarcaFan❤💙
    ცუდია პიკე განაცხადში მაინც რომ არაა ხუთულს მიუახლოვდებოდა 😔

    ჩაეთვლება ეს ტიტული პიკესაც რომ მოიგოს გუნდმა

  • C.PC5
    17 იან 2021, 18:54

    დღეს გადავა მეორეზე ზუსტად!

  • BEQA BARCA
    17 იან 2021, 18:35

    მაშინ 37 ტიტულის სუნი მცემს.😁😁

  • M10 S9 D11
    17 იან 2021, 18:18

    37-ე ტიტული დაიდება დღეს