workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-ბილბაო – რონალდ კუმანი მატჩის წინ

ბარსელონა-ბილბაო – რონალდ კუმანი მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ესპანეთის სუპერ თასის ფინალში “ბილბაოსთან” ხვალინდელი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

ბედნიერები ვართ, რომ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში ვითამაშებთ.

რთული შეხვედრა გველის. მატჩში დომინირებასა და ჩვენი ფეხბურთის თამაშს შევეცდებით.

იმედი გვაქვს, მესი ხვალინდელ თამაშში მონაწილეობას შეძლებს.

ბოლო სიტყვას ლეო იტყვის. ყველაზე უკეთ მან იცის, როგორ გრძნობს თავს. ხვალამდე მოვიცადოთ.

ამ თვეში ერიკ გარსიას ვერ შევიძენთ? გავიგე, რომ ამის გამო უკმაყოფილო ვარ… უნდა ვთქვა, რომ კარგად ვარ, ბედნიერი ვარ და კარგად ვიცი კლუბის ფინანსური შეზღუდვები. თუ ეს შეუძლებელია, ესე იგი, შეუძლებელია.

სუპერ თასის მნიშვნელობა? რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ტურნირია. რაღაცების მოგება მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ეს უმთავრესი ტურნირი არაა, მაინც ტიტულს ვიგებთ.

სერჟი რობერტო ანსუ ფატიმდე დაბრუნდება, მაგრამ თარიღების დაზუსტება არ მინდა. ფეხბურთელები ბოლომდე უნდა გამოჯანრთელდნენ, მაგრამ სერჟის, შესაძლოა, კიდევ ორი კვირა დასჭირდეს, ანსუს კი უფრო დიდი დრო.

ნეტუ? მართალია, რომ მისმა წარმომადგენელმა გუნდიდან წასვლა გვთხოვა, მაგრამ უარი ვუთხარით. გვინდა, რომ ყველა პოზიციაზე საკმარისი მოთამაშე გვყვავდეს.

ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ და ამისათვის მათ ფინალებში უნდა ითამაშონ.

გამარჯვების დიდი სურვილი გვაქვს, თუმცა საკუთარ თავებს არ უნდა გადავახტეთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • T.Stegen
    schedule 17 იან 2021, 20:35
    #16

    ციტატა: Pedri16
    რავიცი რავიცი, ყველა მწვრთნელზე შემიძლია აზრის გამოთქმა კუმანის გარდა, რაღაცნაირი ტიპია თითქოს მაგარი მწვრთნელია ყველაფერს სწორად აკეთებს მაგრამ რაღაც აკლია, მე მაინც მჯერა რო დადგება ჩვენი დროც Vamos barcaa💞


    სიხისტე სიმკაცრე და ცოტა სიზუსტე აკლია

  • Pedri16
    schedule 17 იან 2021, 17:13
    #15

    რავიცი რავიცი, ყველა მწვრთნელზე შემიძლია აზრის გამოთქმა კუმანის გარდა, რაღაცნაირი ტიპია თითქოს მაგარი მწვრთნელია ყველაფერს სწორად აკეთებს მაგრამ რაღაც აკლია, მე მაინც მჯერა რო დადგება ჩვენი დროც Vamos barcaa💞

  • Kacho Rtveladze
    schedule 17 იან 2021, 11:04
    #14

    me da barca,
    მართალი ხარ კოსპერაციებზე კარგად ჭიკჭკიებს თამაშის მსრველობისას გუნდს უკუღმა უხსნის რაღაცებს

  • me da barca
    schedule 17 იან 2021, 04:04
    #13

    უნდა დადო შენი პირველი ტიტული მწვრთნელის რანგში, მესით თუ მესის გარეშე.

  • Albicelecte
    schedule 17 იან 2021, 00:46
    #12

    რონალდ, საკუთარ თავს კი არა საკმაოდ ცუდ ფორმაში მყოფ ბილბაოს უნდა გადაახტე, რომელმაც კარგი საჩუქარი გაგიკეთა

  • Ბარსა13
    schedule 16 იან 2021, 23:50
    #11

    Messi, Iniesta,
    Კი ნამდვილად გვჭირდება იმისთვის რომ ოდნავ რწმენა შეგვემატოს და იმედი

    Nini,
    Ეჰ მაინც ვერაფერს გავიგებთ როცა უნდათ თამაშობენ,როცა არა არ იხარჯებიან მაგრამ ვიმედოვებ დამაჯერებლად მოვუგებთ

    Griezzy7,
    Სავარაუდოდ დაინახა პუჩის პოტენციალი

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    schedule 16 იან 2021, 23:09
    #10

    მესის გარეშე ვერ შევძლებთ მოგებას,მის გარეშე გუნდი ვერ თამაშობს და ორივე ტაიმში თუ არა ერთში მაინც აუცილებლად უნდა იყოს.თუმცა იმედია ორივე ტაიმში შეძლებს თამაშს,მეფის ყოფნა ერთადერთი შანსია თამაშის მოსაგებად.იმედია პუჩსაც ათამაშებს და ახლა მაინც ხვდება რომ პუჩი მოედანზე თავიდანვე უნდა იყოს და მისი ყოფნა მოედანზე აუცილებელია და შედეგის მომტანი.

  • dshvelidze
    schedule 16 იან 2021, 23:05
    #9

    მიდით ბიჭებო, მიდით.
    გავხიოთ ბილბაო.
    ვისკა ბარსა

  • ბასქუ10
    schedule 16 იან 2021, 22:30
    #8

    უეჭველი უნდა მოვიგოთ, იმედია მესიც მზად იქნება და შეძლებს თამაშს

  • Messi, Iniesta
    schedule 16 იან 2021, 21:51
    #7

    ამ ტიტულის მოგება იქნება დიდი სტიმული ფეხბურთელებისთვისაც და მწვრთნელისთვისაც! მიდით ბიჭებოოო😘უნდა მოიგოთ💪უტიტულოდ დაბრუნება არ გეკადრებათ!🙈

  • C.PC5
    schedule 16 იან 2021, 21:40
    #6

    მიდი კუმან სევლიიდან პირველი ტიტულით უნდა დაბრუნდე!!!!!!

  • ჯერემი რენერი
    schedule 16 იან 2021, 21:32
    #5

    მესის გარეშე / ბრეითუეიტით უეჭველი მოიგებენ კაცო..

  • OLD
    schedule 16 იან 2021, 21:17
    #4

    აბა თქვენ იცით ხვალე უეჭველი უნდა მოვიგოთ მართალია ეს იმდენად დიდი ტიტული არარის მაგრა ახალგაზრდებისთვის დიდი სტიმულის მომცემი იქნება თუ მოიგებენ ეს არის ყველაზე მთავარი ამ მომენტში

  • M10 S9 D11
    schedule 16 იან 2021, 21:14
    #3

    თასის გარეშე არ დაბრუნდეთ

  • გოგიბერიძე
    schedule 16 იან 2021, 21:09
    #2

    კუმანსაც ეიმედება ლეოსი

  • BEQA BARCA
    schedule 16 იან 2021, 21:07
    #1

    მიუხედავად იმისა, რომ ეს უმთავრესი ტურნირის არაა, მაინც ტიტულს ვიგებთ.
    ამაში 100 პროცენტით ვეთანხმები👍👍