ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”კაცია ადამიანი?!” – დიახ, ის ნამდვილად არის ადამიანი!

”კაცია ადამიანი?!” – დიახ, ის ნამდვილად არის ადამიანი!

    ადამიანები იბადებიან, ცხოვრობენ, ბოლოს კი ტოვებენ ამ ქვეყანას. ზოგიერთის ცხოვრება ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. ცხოვრების დასასრულს, როდესაც უკან მოიხედავენ ვერაფერს ამჩნევენ, თითქოს, არანაირი კვალი არ დაეტოვებინოთ ამ წუთისოფელში. მაგრამ, საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც არ არის ამაოებისთვის განწირული. ისინი თავიანთი ცხოვრებით გვაბედნიერებენ, გვანიჭებენ იმ სიხარულს, რომელიც ასე იშვიათია ჩვენს დროში. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ლეო მესია, დიახ, ადამიანი და არა მასის შემადგენელი ნაწილი, რომელიც გარშემო მყოფთა იდენტურია. ლეო უკვე არის ფეხბურთის ლეგენდა. ის, მართლაც რომ, შეუდარებელია. მაგრამ, ნუთუ ამქვეყნად ფეხბურთია მთავარი? როგორ მიაღწია ამ პატარა ბიჭმა ასეთ მწვერვალებს? მგონია, რომ მას უფალი ეხმარება. რატომ? იმიტომ, რომ ის უბრალო და თავმდაბალია, როგორც საფეხბურთო მოედანზე, ასევე მის გარეთ. ალბათ, ზოგიერთი თქვენგანი იტყვის: ” თუ ამდენი ფული მექნება, მეც ვიქნები ისეთი, როგორიც ხალხს უნდა რომ ვიყო”, მაგამ ცხოვრებაში, ხომ ფული არ არის მთავარი. ლეო ნიღბის გარეშე ცხოვრობს, ეს მხოლოდ გამორჩეულებს შეუძლიათ. ის ისეთია, როგორსაც ვხედავთ.

   ლიონელ მესის, როგორც დიდი ფეხბურთელის სახელი სამუდამოდ ჩაიწერება ისტორიაში. მე კი, ამასთან ერთად, ლეოს, როგორც დიდ პიროვნებას ისე დავიმახსოვრებ. ის მეტია, ვიდრე ფეხბურთელი და თამაშობს გუნდში, რომელიც მეტია, ვიდრე კლუბი!

 

 

   PS: დაბადების დღეს გილოცავ ლეო!

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში