მოგეხსენებათ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კატალონიის “ბარსელონა” დაცვის ხაზის გალიერებას ცდილობს, მთავარი კანდიდატი კი ერიკ გარსიაა, რომლის სანაცვლოდაც “მანჩესტერ სიტი” 5 მილიონ ევროს ითხოვს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსას” თავკაცი, რონალდ კუმანი ამ ტრანსფერს დაჟინებით ითხოვს, რასაც, თუ არჩევნები დათქმულ დროს არ ჩატარდა, პრეზიდენტობის კანდიდატთა თანხმობა დასჭირდება.
საქმე ისაა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ამჟამინდელ, დროებით ხელმძღვანელობას, რომელსაც კარლეს ტუსკეტსი ხელმძღვანელობს, ტრანსფერების განხორციელების უფლება არ აქვს და ამისთვის თანხმობა სჭირდება.
რაც შეეხება არჩევნებს, იგი 24 იანვარსაა ჩანიშნული, თუმცა ესპანეთში არსებული პანდემიის მეორე ტალღის გამო, შესაძლოა, ის გადაიდოს.
პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, ტონი ფრეიშა “ქალაქელებისთვის” გარსიას სანაცვლოდ ფულის გადახდას არ აპირებს, თუმცა მის გეგმებში რონალდ კუმანის წინააღმდეგ წასვლა არაა.
ვიქტორ ფონტი მოლაპარაკებების გამართვაზე თანახმაა და იმედოვნებს, რომ ამით ერიკს უფრო იაფად ჩაიგდებს ხელში, ხოლო ჟოან ლაპორტა ამ გარიგებას ეწინააღმდეგება, რადგან ფიქრობს, რომ კანდიდატებს ასეთი გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ აქვთ.
ასევე, ცნობილია, რომ კარლეს ტუსკეტსსა და პრეზიდენტობის სამ კანდიდატს შორის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება, სადაც სხვადასხვა საკითხი, მათ შორის გარსიასა და არჩევნების გადადების თემა განიხილება.
ამაში 5 მილიონის გადახდას დეპაი მოიყვნონ ის ჯობია,კი მცველის პრობლემა გვაქვს გუნდში მაგრამ ეს გარსია დიდად ვერ მოაგვარებს ამ პრობლემას
ხოდა ძაან კაი თუ ვერ შეთანხმდნენ. შეუთანხმებლად ვერ მოიყვანენ და იმ 5 მილიონსაც ვერ გადაყრიან. ეს ბიჭი რომ ვარგოდეს გვარდიოლა არ აითვალწუნებდა და კონტრაქტსაც ასე იოლად არ მიატოვებინებდნენ შუა გზაში.
სულ კიდია გვარდიოლას ბარსელონა, პირიქით, არ ათამაშებს იმიტო რო იცის მიდის. კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და სჯის. ეგ ხო შეიხების გუნდების ხელწერაა. თორე გვარდიოლა ბარსელლნაზე რო ფიქრობდეს გამოუშვებდა წელსვე ვირზე რო შეჯდა და უარი თქვა გაყიდვაზე
მაგდენი არ მიფიქრია ეგეც შეიძლება
ლაპორტა როგორც წესი, ყველაზე დასტოინად გამოიყურება
სულ კიდია გვარდიოლას ბარსელონა, პირიქით, არ ათამაშებს იმიტო რო იცის მიდის. კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და სჯის. ეგ ხო შეიხების გუნდების ხელწერაა. თორე გვარდიოლა ბარსელლნაზე რო ფიქრობდეს გამოუშვებდა წელსვე ვირზე რო შეჯდა და უარი თქვა გაყიდვაზე
გარსია რო იყიდონ 5 მილიონად მეორე დღესვე გაყიდიან მინიმუმ ათად ეს ისეთი ტრანსფერია რო ფულს უბრალოდ ვერ წააგებ განსხვავებით დემბუზას კუტუნიოს და კლიზმანის ტრანსფერებისგან. ასე იჯდა პიკე სკამზე მანჩესტერში და მერე რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით არ ვამბობ რო გარსია ბარსას მომავალია მაგრამ 5 მილიონად ზეიკიძის კალბასს ვეღარ იყიდი ეხლა არათუ 19 წლის პერსპექტიულ მცველს
მე მგონია რო ამას გვარდიოლა სპეციალურად არ ათამაშებს სიტიმ ფასი როარ დაადოს სასწაული
ტოდიბო არ გაეშვათ ამ უკუღმართი ბართოს…..
არ გვჭირდება ეს არა ეგ 5 ილიონი დეპაიში გადაიხადეთ
ლაპორტას არ უნდა და პირდაპირ არ ამობს, ძაან შენძრეული ტიპია. ან რაის გარსია მინგესამ ასე გააგრძელოს და ნაკრებშიც აღარ გამოიძახებს ლუჩო მაგას, სიტის ბოლო ალტერნატივა კაცმა უნდა გააძლიეროს ბარსას დაცვა, ეს კუმანიც კაი სიკოა რამ მოაწონა ამ ჩემისას ასე რო ჩაიწიკლა გარსია გარსიას ძახილით, თან ეგ მგონი მაშინ თქვა ჯერ არაუხო და მინგესა საქმეში ნანახი რო არ ყავდა, არამგონია ეხლაც უნდოდეს სკამის მხეხავი ძირითადისთვის
ამას არ ჯობაი დეპაი ვიყიდოთ და ბრაითვეითი გავყიდოთ? თან ეს რომ ვიყიდოთ მინგესას და არაუხოს დრო მოაკლდებათ
არაუხო მინგესა უმტიტი ლენგლე + პიკეც გამოჯანმრთელდება გაზაფხულისთვის და არმგონია ზამთარშივე საწირო იყოს ამის დამატება თან მე პირადად ამას არაუხო დ ამინგესაც მირჩევნია ეს ჩემი აზრია..