workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის კატალონიური ფესვები და ნათესაობა ბოიან კრკიჩთან

მესის კატალონიური ფესვები და ნათესაობა ბოიან კრკიჩთან

როგორც ჩანს, ესპანელ ჟურნალისტებს ახალი წლის შემდეგ მაინცდამაინც ბევრი საქმე არ აქვთ და მათაც გადაწყვიტეს, გამოეკვლიათ, ლიონელ მესი და ბოიან კრკიჩი ნათესავები ხომ არ არიან.

ვინც არ იცის – ბოიან კრკიჩი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. ის კატალონიელთა პირველ გუნდში 2007 წელს გამოჩნდა და მასზე “ბლაუგრანაში” ძალიან დიდ იმედებს ამყარებდნენ. როგორც გაირკვა, მესისა და ბოიანის საერთო წინაპრებს, რომლებიც თითქმის 2 საუკუნის წინ ცხოვრობდნენ, გენებში ნიჭი ნამდვილად ჰქგონდათ, მაგრამ ამ ნიჭის გამოყენების უნარი მხოლოდ მესის ხაზს გაჰყვა, ბოიანმა კი ევროპაში ბევრი წვალების შემდეგ MLS-ს მიაშურა და ახლა, 30 წლის ასაკში, იმ ტიერი ანრის გუნდში თამაშობს, რომლის კონკურენტიც, თავის დროზე, “ბარსელონაში” იყო.

მესისა და ბოიანის საერთო წინაპრების ისტორია სათავეს 1846 წლიდან იღებს, როდესაც მარიანო პერეს მირალიესმა და ტერესა ლიობერა მინგეტმა კატალონიაში იქორწინეს. სხვა შვილებთან ერთად მათ გაუჩნდათ რამონ პერეს ლიობერა და გონსალ პერეს ლიობერა.

რამონ პერესმა მარია სოლე ფონტზე იქორწინა, მათმა შვილმა, ჟოზეპ პერეს სოლემ კი ცოლად როსა მატეუ ხესე მოიყვანა, რის შემდეგაც წყვილი საცხოვრებლად არგენტინაში გადავიდა. მათი ქალიშვილი როსა მარია პერეს მატეუ ეუსებიო მესი ბაროზე გათხოვდა. მათ გაუჩნდათ შვილი ხორხე ორასიო მესი პერესი, რომლის სელია მარია კუჩიტინი ოლივეირასთან ქორწინების შედეგიც მსოფლიოს 1987 წლის 24 ივნისს მოევლინა – ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი.

დავბრუნდეთ მე-19 საუკუნეში. რამონ პერესის ძმამ, გონსალ პერესმა ცოლად აგნეს სივიტ ვილამახო მოიყვანა. მათ შვილს, ხაუმე პერეს სივიტს ეყოლა ასევე ვაჟი სალვადორ პერეს ესკუდე, მისი ქალიშვილი მარია ლუისა პერეს სალა კი სერბ ბოიან კრკიჩზე გათხოვდა. ამ წყვილს 1990 წლის 28 აგვისტოს ბოიან კრკიჩ პერესი შეეძინა.

შეჯამების სახით გეტყვით, რომ მესისა და ბოიანის ბაბუის ბაბუები ძმები იყვნენ.

რაც შეეხება საფეხბურთო კარიერას – მესი და ბოიანი მოედანზე ერთად 109 თამაშში ვიხილეთ, სულ 3 733 წუთის განმავლობაში. მათ ერთობლივი აქტიური მონაწილეობა 12 გოლში მიიღეს. მესი-ბოიანის დუეტზე 81 მოგება, 17 ფრე და 11 წაგება მოდის.

ვიცოდით, რომ ეს საკითხი ძალიან გაინტერესებდათ, რის გამოც მისი სიღრმისეული ანალიზი შემოგთავაზეთ.

ყველაზე საინტერესო ამბავი კი ისაა, რომ ლიონელ მესის ბაბუის ბაბუის მამა მარიანო პერეს მირალიესი ზუსტად 2 საუკუნის წინ, 1821 წელს კატალონიის სოფელ ელ პოალში დაიბადა. გამოდის, რომ ლეოს კატალონიური გუნდი შემთხვევით არ აურჩევია – ის კატალონიელია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • Albicelecte
    schedule 14 იან 2021, 22:11
    #15

    Gia grigalavas ფან-კლუბი,
    ჰო, შეიძლება, დასაველთ საქართველოდან ვინცაა, უფრო იტალიელებს შორის მსგავსებას შეამჩნევდა, ქუთეისელი და იტალიელი ვინმეს რომ შეხვდება, გეგონება ბავშვობიდან იცნობს, ისე საუბრობენ ათას რამეზე smiley არადა მანამდე თვალით არ უნახავს… 40-50 წლამდე ბავშვია და მშობლებთან ცხოვრობს ხოლმე, ესეც იტალიური შტრიხია
    ნუ მე თვითონაც უფრო საკუთარ თავსაც იტალიელს უფრო ვამსგავსებ, გარეგნობა გინდა თუ სხვა რამე, ვიდრე ანგლო-საქსს და კელტს
    თუმცა ჰაილენდის კელტებს ჩვენს მთის ხალხთან ძალიან ბევრი მსგავსება აქვთ

  • Albicelecte
    schedule 14 იან 2021, 21:33
    #14

    Gia grigalavas ფან-კლუბი,
    ჩემი აზრით ყველაზე მეტად ქართველები გვანან იტალიელებს, ძალიან ბევრი რამით, კოშკებითაც და ნათესოაბითაც და კიდვე ბევრი რამით, "ჯიგრული პონტი" არა მხოლოდ ქართულია, იტალიურიც იგივეა, გარეგნობა? სხვაობა 0, არანაირი, ზოგს იმერელს მიამგვანებ, ზოგს გურულსა თუ მეგრელს და ზოგს კახელს, ზოგს კიდევ თუშს თუ მთიულს… ლაპარაკი?! ამ მხრივ დასავლეთ საქართველოს ხასიათია, ძალიან ლაპარაკის მოყვარულები
    სკოტების გუდასტვირი კი ბატონო, იქაური და ჩვენი ჭიპონი 1/1-ია, ბევრი საერთო იმათაც აქვთ

  • ROUCH
    schedule 14 იან 2021, 19:12
    #13

    ინტერესნო

  • cezo45
    schedule 14 იან 2021, 19:05
    #12

    არც ერთი იყო არგენტინელი და არც მეორე სერბი, ორივე ბედკრული კატალონიის შვილები იყვნენ.. smile

  • C.PC5
    schedule 14 იან 2021, 19:02
    #11

    ისე ქართველებსაც ხომ გვაქვს ესპანური ფესვებიბრაღაც თეორიებით და მოვითხოვოთ ესპანელი ფეხბურთელები ჩვენთან ნაკრებში რომ გამოიძახონ

  • Memphis Depay
    schedule 14 იან 2021, 18:29
    #10

    დღეს მგონია რო რეალი ვერ გავა ფინალში. ძაან მინდა გავიდეს და შეგვხდეს, მარა გული მიგრძნობს რო ბილბაო გაინაღდებს ფინალის საზღვარს.

  • Memphis Depay
    schedule 14 იან 2021, 18:12
    #9

    კუმანს რო ჰყავდეს ყველა პოზიციაზე საკმარისი კადრები გუნდი ძალიან ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებდა, იმ პიტალო ვალვერდეს ტაქტიკა ახლაც ვერ გამიგია რა იყო. ბოლო დროს ხო საერთოდ რა საშინელებას თამაშობდა გუნდი. კუმანს ჯერ მარტო პედრისთ და დე იონგის ათამაშებისთვის უნდა ვუთხრათ მადლობა. ტრანსფერები არ გაუკეთეს კაცს და მცველების შეცდომამ უამრავი ქულა დაგვაკარგინა, ლეოც არ იყო მოწოდების სიმაღლეზე ბოლო რამდენიმე თამაშს თუ არ ჩავთვლით. პუჩი და კონრადიც აყომაროს და კამფეტი იქნება ვაბშე.

  • Clever liar
    schedule 14 იან 2021, 18:06
    #8

    ციცი მიწერე მაგ ჟურნალისტებს ბასკეთისკენაც ხოარ აქვს ლეოს რაიმე ხაზი და დალშე მე დავამტკიცებ წიევიჩების ალალ ბიძაშვილობას მაგისას გპირდები 😀

  • M10 S9 D11
    schedule 14 იან 2021, 18:04
    #7

    ციტატა: Memphis Depay

    ციტატა: M10 S9 D11
    122-ე სერიის დასასრული


    My Webpage


    joy joy

  • Memphis Depay
    schedule 14 იან 2021, 17:59
    #6

    ციტატა: M10 S9 D11
    122-ე სერიის დასასრული


    My Webpage

  • Clever liar
    schedule 14 იან 2021, 17:59
    #5

    მთელი 2 საუკუნოვანი გენით თუ კატალონიელი იყავი, ალბისელესტეში პალასიო იგუანიუს გამო გარბოდი სათამაშოდ შე ქვტარო?
    მასეთი შტერი იყო ზუსტად ზიდანიც, ბლანი – ტურამი – ვიეირასთან ყოფნა რომ არჩია ჰაბრი – ჰამანდი – ჰაჯალს აბა რაი :)))

  • Tsitsi
    schedule 14 იან 2021, 17:53
    #4

    ციტატა: nika 54
    ძალიან საინტერესოა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ რომ ლიონელ მესის ბაბუის ბაბუის მამა მარიანო პერესია, ბარემ გადაემოწმებინათ იქნებ პერესის ნათესავიცაა, რომელიც შეიძლება იმ მარიანო პერესის ბაბუის ბაბუის მამა თუ არა, იქნებ უბრალოდ ბაბუის ბაბუა იყოს.


    მიყვარხართ! ❤️

  • BEQA BARCA
    schedule 14 იან 2021, 17:49
    #3

    საინტერესოა. ფონტიც როგორ იჩითება..

  • nika 54
    schedule 14 იან 2021, 17:46
    #2

    ძალიან საინტერესოა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ რომ ლიონელ მესის ბაბუის ბაბუის მამა მარიანო პერესია, ბარემ გადაემოწმებინათ იქნებ პერესის ნათესავიცაა, რომელიც შეიძლება იმ მარიანო პერესის ბაბუის ბაბუის მამა თუ არა, იქნებ უბრალოდ ბაბუის ბაბუა იყოს.

  • M10 S9 D11
    schedule 14 იან 2021, 17:45
    #1

    122-ე სერიის დასასრული