მხოლოდ 3 საპრეზიდენტო კანდიდატი – ლაპორტა, ფონტი და ფრეიშა

მხოლოდ 3 საპრეზიდენტო კანდიდატი – ლაპორტა, ფონტი და ფრეიშა

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახლახანს დასრულდა “ბარსელონას” წინასწარი საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ შეგროვებული ხელმოწერების გადამოწმების პროცესი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსას” პრეზიდენტობისთვის ბრძოლას ემილი რუსო გამოეთიშა. მის მიერ შეგროვებული ხელმოწერებიდან ვალიდურად მინიმუმ 2 257 ხელმოწერა უნდა ეცნოთ, ეს კი ასე არ მოხდა.

კატალონიური წყაროს ცნობით, საპრეზიდენტო კანდიდატად მხოლოდ 3 კანდიდატი დარეგისტრირდება – ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • ბასქუ10
    14 იან 2021, 20:22

    ლაპორტას ერთადერთი კონკურენტი ფონტია და მასაც არ აქვს გამარჯვების შანსი, ლაპორტააა!!

  • BEQA BARCA
    14 იან 2021, 17:40

    როდის მოვა ლაპორტა ერთი სული მაქვს.

  • C.PC5
    14 იან 2021, 16:02

    რუსომ ხომ მოხსნა კანდიდატურა და დებატების მერე ეს ორიც მოხსნის ისე ვატყობ😆

  • Messi, Iniesta
    14 იან 2021, 15:31

    ლაპორტა პრეზიდენტადდ👌