ახლახანს ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ემილი რუსო “ბარსელონას” პრეზიდენტობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. იგი არჩევნებში კანდიდატად არ დარეგისტრირდება.
ემილი რუსომ საარჩევნო საბჭოს კანდიდატობიდან მოხსნის დეკლარაცია წარუდგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე პრეზიდენტობისთვის ბრძოლას მხოლოდ 3 კანდიდატი აგრძელებს. ესენი არიან: ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ემილი რუსოს მიერ შეგროვებული ხელმოწერებიდან დაახლოებით 500 ხელმოწერა საეჭვო იყო.
მიხვდა, რომ ვერ მოიგებდა და მოხსნა კანდიდატურა, მაგრამ მანამდე რატომ ვერ მიხვდა, როცა ხელმოწერებს აგროვებდა? მე მგონი გაყალბების სუნი ასდიოდა და არ გარისკა.
ბოლოს მარტო ლაპორტა არ დარჩეს😂😅😅
კარგია კარგია ფრეიშაც ჩამოშორდება მალე და დარჩებიან ლაპორტა და ფონტი
ვითომ პატიოსანი კანდიდატურა მოხსნა,სახელი გაუტყდა და იფიქრა ამით მაინც გამოვასწორებ ჩემს საქციელსო.ფონტმაც გამოავლინა თავისი გამოსვლით არჩევნები გადაიდოსო ნამდვილი სახე რომ ვითომ გუნდის ინტერესებს იცავს და სინამდვილეში პრეზიდენტის სკამისთვის იბრძვის,თანაც იცის რომ წაგებული აქვს ჯერ მარტო ხელმოწერების რაოდენობით ლაპორტასთან და ლაპორტას უპირატესობას ვერ ინელებს ამიტომაც მოითხოვა ლაპორტას ხელმოწერების შემოწმება.
ითაღლითა და მიხვდა გამომიჭერენო, მერე ვითომ ადგა და პატიოსნად მოხსნა კანდიდატურა.
და რა იცი, რომ თაღლითობა არის?
Დიდი შანსები არც ჰქონდა, სავარაუდოდ ლაპორტა გაიმარჯვებს, ძალიან საინტერესოდ წარმოგვიდგინა თავი. Ხოლო ემილი რუსომ დიდად ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი
ბიჭო ეს კორონა იქნებ რამდენი ხანი იყოს და ხალხი წესების დაცვით მაინც რო დაუშვან ნელ-ნელა რატო არ ფიქრობენ მაგაზე? სადამდე იქნება ყველაფერი ჩაკეტილი, სახლში ჯდომა და ყველა სფეროს გაჩერება არანაკლებ ცუდ შედეგს მოიტანს და ამიტო რამე ქნან. ვაქცინაცია არ დაიწყეს ჯერ ქვეყნებმა?
მაინც სულ ტყუილად იღებდა მონაწილეობას, ფონტია ერთადერთი კონკურენტი ლაპორტასი მაგრამ მაგასაც არ აქვს შანსი ლაპორტასთან
თაღლითობაზე არაფერი?