ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 12 იანვარი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 12 იანვარი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 12 იანვარს მოხდა.

თამაშები

12 იანვარს “ბარსელონამ” 17 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 6 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.

1930 წელი

ლეს კორტსზე” გამართულ შეხვედრაში “ბარსელონა” “ბილბაოს” დაუზავდა, 1-1. მასპინძელთაგან გოლი პიერამ გაიტანა.

1957 წელი

“ბარსელონასა” და მის შვილობილ გუნდს, “კონდალს” შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. “ლეს კორტსზე” “ბარსა” სტუმრის სტატუსით თამაშობდა. მატჩი 1-1 დასრულდა.

1961 წელი

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ენრიკე ორისაოლამ ბროჩიჩი ჩაანაცვლა.

1967 წელი

დაიბადა მეჰო კოდრო, რომელმაც “ბარსელონას” მაისურით, 1995-1996 წლებში, ლა ლიგაში 32 თამაში ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

1969 წელი

დაიბადა რობერტ პროსინეჩკი, რომელმაც 1995-1996 წლებში 26 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

2008 წელი

“მურსიასთან” ლა ლიგაში მოგებულ შეხვედრაში (4-0) “ბარსას” პირველ გუნდში პედროს დებიუტი შედგა. მან სამუელ ეტო’ო შეცვალა.

2025 წელი

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში “ბარსელონამ” “რეალ მადრიდი” ანგარიშით 5-2 გაანადგურა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (4)

  • Iniesta. And messi
    12 იან 2021, 18:06

    აბიდალი ვალდესი ბუსკეცი და პედრო ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელები ბარსაში. პედროს თამაში ძან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ისევე როფორც იმ დეკადის ესპანელების. ინიესტა, პედრო, დავიდ ვილი, დავიდ სილვა, ხავი, ფაბრეგაზი, ჩაბი ალონზო, ხუან მატა, ტიაგო ალკანტარა ყველას ელეგანტური და ლამაზი სტილი ჰქონდათ სუპერ ფეხბურთელები

  • ბასქუ10
    12 იან 2021, 17:19

    პედროს დებიუტია გამოსარჩევი ამ სტატიიდან, ძალიან მაგარი და დაუფასებელი ფეხბურთელი რომელმაც მართლაც ყველაფერი მოიგო

  • BEQA BARCA
    12 იან 2021, 15:37

    ციტატა: C.PC5
    რამდენი 1-1 არის რა ამბავია🤣


    ორი 1-1 არის.

  • C.PC5
    12 იან 2021, 12:37

    რამდენი 1-1 არის რა ამბავია🤣