workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გვარდიოლა ტრანსფერების მოლოდინშია

გვარდიოლა ტრანსფერების მოლოდინშია

 გვარდიოლას რაც შეიძლება სწრაფად სურს ახალი სეზონის წინ შემადგენლობის გაძლიერება, თუმცა კლუბი არ აპირებს დაუფიქრებლად მოქმედებასა და სატრანსფერო ბაზარზე შეცდომების დაშვებას.

 “გამიძლიერეთ შემადგენლობა, ოღონდ არა ნებისმიერ ფასად.” – ეს იყო ცნობა, როემლიც კლუბმა მიიღო მთავარი მწვრთნელისგან, მანამდე სანამ პეპი დასასვნებელად გაემგზავრებოდა. გუნდის შემადგენლობა გადახალისებას საჭიროებს, რისთვისაც კლუბი 3-4 ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. გვარდიოლას აზრით, ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ 2011-2012 წლების სეზონში კლუბმა ტიტულების მოგება არ შეწყვიტოს. მას უკვე შერჩეული ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც იდეალურად შეავსებენ შემადგენლობის პრობლემატურ პოზიციებს.

 მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას არ ნიშნავს, რომ კლუბი საჭიროზე მეტი თანხის გადახდაზეა თანახმა. “ბარსელონა” არც ისეთი ტრასფერის გაჩარხვას ეცდება, რომელიც მას საპნის ოპერის გმირად აქცევს. კლუბი აღარ დაუშვებს ისეთ შეცდომას, როგორიც დაუშვა ფაბრეგასის ტრანსფერთან დაკავშირებით. თუმცა ისიც საგულისხმოა, რომ დაგვიანების შემთხვევაში ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი გახდება.

 ასეთ ვითარებაში დიდ პრობლემებს ქმნის კლუბების მოთხოვნები, რომლებიც გაცილებით აღემატება ფეხბურთელის რეალურ ღირებულებას. “ბარსელონას” უჭირს ისეთი ფეხბურთელების გადმობირება, როგორებიც არიან ანდრადა, ხოსე ანხელი და არაუხო, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ფეხბურთელების მფლობელი კლუბები არარეალურ თანხებს ითხოვდნენ.

 თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ალექსის სანჩესის ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება. თავიდან კლუბი ფეხბურთელს 50 მილიონ ევროდ აფასებდა და სულ ცოტა ხნის წინ “სიტიმ” სესნსაციური ნაბიჯი გადადგა და ამ თანხის გადახდას დათანხმდა. თუმცა ინგლისურმა კლუბმა დააგვიანა, რადგან “ბარსელონამ” როგორღაც დაითანხმა “უდინეზე” გაცილებით ნაკლებ თანხაზე. თუ არაფერი შეიცვალა, ალექსის სანჩესი მალე “ბარსას” შეუერთდება სულ რაღაც 28 მილიონად და 5 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსად, იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელს წარმატებული დებიუტი ექნება.

 ასეთივე მდგომარეობა იყო ჯუზეპე როსის შემთხვევაში. ეს ფეხბურთელი ასევე მოისაზრებოდა “ბარსელონას” შეტევის ხაზის გამაძლიერებლად, თუმცა კატალონიური კლუბისთვის გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა “ვილიარეალის” მიერ მოთხოვნილი თანხა. “წყალქვეშა ნავი” მინიმუმ 30 მილიონ ევროს ითხოვდა, ხოლო “ბარსელონა” 17 მილიონს იხდიდა, პლუს 10 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსს. არსებობდა ალბათობა, რომ “ვილიარეალი” 27 მილიონ ევროს მიიღებდა, თუმცა კლუბი მაინც არ დათანხმდა ამ შემოთავაზებას და როსის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი “ნოუ კამპზე” გადაბარგება გამოირიცხა.

 შემდეგი სესკ ფაბრეგასია, ფეხბურთელი, რომელიც ტიაგო ალკანტარასთნ ერთად “ბარსელონას” ნახევარდაცვას მთავარი გმირების, ხავის და ინიესტას მომავალ შემცვლელებად ითვლებიან. “ბარსელონა” მზად არის სესკის შესაძენად, ფეხბურთელმა არა ერთხელ დაადასტურა, რომ მშობლიურ კლუბში დაბრუნება სურს, თუმცა როგორც ყოველთვის დიდ დაბრკოლებას ქმნის სესკის ამჟამინდელი კლუბი, “არსენალი” და მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, რომელიც ბოლოს და ბოლოს დათანხმდა კაპიტნის გაშებას, თუმცა მის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც “ბარსელონასთვის” ასევე პრობლემაა.

 ზუბიზარეტამ და ბარტომეუმ კარგად იციან რომელი ფეხბურთელების ხილვა სურს გვარდიოლას თავის კლუბში, ხოლო გვარდიოლამ თავის მხრივ კარგად იცის, რომ კლუბის ფინანსური მდგომარეობა სულ ცოტა ხნის წინ არასტაბილური იყო და “ბარსელონა” ჯერ მზად არ არის დიდი თანხების გადასახდელად. კლუბმაც და მწვრთნელმაც იციან, რომ ფეხბურთელში არარეალური თანხის გადახდა კლუბისთვის ზარალი იქნება, თუმცა ისიც იციან, რომ თუ არ იჩქარებენ, ფეხბურთელებს სხვა კლუბები დაისაკუთრებენ.

 ფაქტია, რომ დღეს კლუბებს შორის “ბარსელონას” ტიტულების მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს. ეს ფეხბურთელებისთვისაც ცნობილია, რამაც განაპირობა ის, რომ თითქმის ყველა მათგანს სურს ამ კლუბში ძალების მოსინჯვა. ეს კი გვარდიოლასთვის დიდ უპირატესობას წარმოადგენს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward