მოგესალმებით ძვირფასო “კულეებო”. მსურს ჩემი მე–700 სიახლე დაეთმოს “ბარსელონას” გოლებს, რომლებითაც მათ 2010/2011 წელს გვასიამოვნეს. ეს არის სტატიის ბოლო ნაწილი და ამიტომ მინდა მთლიანი სეზონის გოლები შემოგთავაზოთ. კატალონიურმა კლუბმა შესანიშნავად იასპარეზა ამ სეზონში და უამრავ წარმატებას მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ სამეფო თასი დაუძინებელმა მტერმა, მადრიდის “რეალმა” წაგვართვა. “ბარსელონამ” მაინც მოახერხა და თამაშების მაქსიმალური რაოდენობა გამართა და ყველა ტურინირზე, სადაც კი იასპარეზა მაქსიმალურ ეტაპს მიაღწია. ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი ჩვენ დავამარცხეთ ისეთი მეტოქე, როგორიც “მანჩესტერ იუნაიტედია”. ამ წელს იგი მართლაც ყველაზე სახიფათო მეტოქედ მიიჩნეოდა, თუმცა კატალონიელთა გამაბრუებელმა მოძრაობებმა, პასებმა და ა.შ. მოწინააღმდეგე სულიერადაც და ფიზიკურადაც გაანადგურეს. შედეგი სახეზეა 3:1. გოლები კი სამივე თავამსხმელმა, პედრომ, ვილიამ და მესიმ გაიტანეს. ახლა მსურს შემოგთავაზოთ ამ სამი ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლები და + ის გოლები, რომელიც “ბარსელონას” ყველა ფეხბურთელმა გაიტანა წელს.
ლიონელ მესი – ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელის ყოველი გოლი შედევრია
[media=http://www.youtube.com/watch?v=poDn59tjNVM]
დავიდ ვილია – მას შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა გასულ წელს და მართლაც ბრწყინვალე გოლების გატანა მოახერხა ასტურიელმა
[media=http://www.youtube.com/watch?v=30rTKK-r41Y]
პედრო როდრიგესი – იმის მიუხედავად, რომ ტრავმები გააწამეს მაინც ახერხებდა გადამწყვეტ მატჩებში გოლის გატანას. ეს სეზონი მისთვის ძალიან კარგი იყო
[media=http://www.youtube.com/watch?v=xsWocz90K7M]
ეს კი ფინალის გოლი, რომელიც წინა ვიდეოს აკლია
[media=http://www.youtube.com/watch?v=khsQicG7Pqk]
ეს კი ვიდეო, სადაც შესულია კატალონიური გრანდის მიერ გატანილი ყველა გოლი (ვიდეო მოიპოვა MrJohnson-მა)
P.S. ესეც ჩემი 700 სიახლე Barcamania.Ge-ზე…