დღეს, ლა ლიგის მე-18 ტურის შეხვედრაში, “ბარსელონა” “გრანადას” დაუპირისპირდება.
რთულია, იმის თქმა, რომ “ბარსელონა” პროგრესირებს ან, პირიქით, უკან მიდის. არასტაბილური ასპარეზობა კონკრეტული პროგნოზების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. თუ “ბილბაოსთან” მოგებულმა თამაშმა პოზიტიური განწყობა შეგვიქმნა და ლა ლიგის მოგების იმედიც გაჩნდა, დღეს, შეიძლება, ისევ, უშედეგო პასები და უხეში შეცდომით დაკარგული ქულები ვიხილოთ. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, თამაშს დაველოდოთ.
მეტოქე
ლა ლიგაში, “გრანადა” ბოლო ორი სეზონის მთავარი აღმოჩენაა. პრიმერა დივიზიონში დაწინაურების პირველივე წელს გუნდმა ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა, საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევასთან (შეგვიძლია, თბილისის “ლოკომოტივთან” შეხვედრა გავიხსენოთ) ერთად, ჯგუფური ეტაპიც გაიარა და ახლა, 1/16 ფინალში “ნაპოლისთან” დაპირისპირება ელის.
ანდალუსიური კლუბი ლა ლიგაში პირველივე ტურიდან კარგად გამოიყურება. 16 შეხვედრაში დაგროვებული 24 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.
“ბარსასთან” მატჩამდე, “გრანადას” რთული კალენდრის გამოვლამ მოუწია. დეკემბრის ბოლოს, “ნუევო ლოს კარმენესზე”, რომელიც ხვალინდელ შეხვედრას უმასპინძლებს, გუნდმა “ბეტისისა” (2-0) და “ვალენსიას” (2-1) დამარცხება შეძლო, სტუმრად კი “რეალთან” (0-2) და “ეიბართან” (0-2) დამარცხდა.
მწვრთნელები მატჩის წინ
არ შეიძლება უბრალოდ “სან მამესის” შედეგს ვენდოთ, ეს ახალი მეტოქე და ახალი სტადიონია. ჩვენ კარგ დონეზე უნდა ვიყოთ, გამოვიჩინოთ თავმდაბლობა, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, ვიყოთ ფოკუსირებულები და მოედანზე პიროვნულობა ვაჩვენოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თამაშიდან თამაშზე გადავიდეთ.
ბოლო შედეგები სიგნალია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მეტოქეებისთვისაც, სიგნალი იმის ნიშნად, რომ ლიგისთვის ბრძოლა შეგვიძლია. მოთამაშეები ძლიერ ზეწოლას განიცდიან, ვინაიდან წაგების უფლება აღარ გვაქვს.
დიეგო მარტინესი:
“ბარსას” კიდევ ერთხელ დასამარცხებლად ეფექტურობა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ვეცდებით, უდიდეს ამბიციასთან ერთად, მოთმინებით ვითამაშოთ. ჩემი გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ.
მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომელთაც ნებისმიერ თამაშში ბალანსის დარღვევა შეუძლიათ.
განაცხადი
“ბარსელონას”, ტრავმის გამო, ვერ დაეხმარებიან ჟერარ პიკე, სერჟი რობერტო, ანსუ ფატი და ფილიპე კოუტინიო. ასევე, დისკვალიფიცირებულია კლემან ლანგლე. რაც შეეხება კარლეს ალენიას, იგი, იჯარის წესით, “ხეტაფეს”, რამდენიმე დღის წინ, შეუერთდა.
არბიტრი
ხვალინდელ შეხვედრას რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეა გაუძღვება. იგი ლა ლიგის მატჩებს 2015 წლიდან სჯის.
ბენგოეჩეას “ბარსას” 18 შეხვედრაში (14 ლა ლიგა, 3 კოპა დელ რეი, 1 ესპანეთის სუპერ თასი) უმსაჯია. აქედან, გუნდმა 14 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა, 3 კი – წააგო. მან “ბარსელონას” ფეხბურთელებს 40 ყვითელი ბარათი უჩვენა. ბენგოეჩეას “ბარსას” ფეხბურთელი არასდროს გაუძევებია.
მან “გრანადას” მონაწილეობით 5 მატჩში იმსაჯა (2 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი).
ურთიერთშეხვედრები
35-წლიანი პაუზის შემდეგ, “გრანადა” ლა ლიგას 2011 წელს დაუბრუნდა. მას შემდეგ, “ბარსამ” 14 მატჩი გაიმართა, საიდანაც კატალონიელებმა 12-ის მოგება შეძლეს, 2 კი – დათმეს. ბურთების შეფარდება 36-9.
“ბარსამ” ორივე მარცხი “ნუევო ლოს კარმენესზე” განიცადა. 2014 წლის აპრილში, ანგარიშით 1-0, წაგებული თამაში განსაკუთრებით მძიმეა. მაშინ, ტატა მარტინოს გუნდი ლა ლიგის ტიტულისთვის ბრძოლის გადამწყვეტ ფაზაში იმყოფებოდა, ამ მატჩის შემდეგ კი ლიდერი “ატლეტიკო” წინ 4 ქულით გაიჭრა და პირველი პოზიცია აღარ დაუკარგავს. ამასთან, “გრანადასთან” თამაშამდე, “ბარსამ” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებითი მატჩი, იმავე “ატლეტიკოსთან”, დათმო და გათამაშებას გამოეთიშა, “გრანადასთან” თამაშის შემდეგ კი კოპა დელ რეის ფინალი, ამჯერად, “რეალთან” წააგო.
საინტერესო სტატისტიკა
- “ბარსელონას” 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, რაც რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით, საუკეთესო შედეგია.
- “გრანადასთან” ბოლოს გამართული მატჩი “ბარსამ” 1-0 მოიგო. ამ თამაშში, მთავარი მწვრთნელის რანგში, კიკე სეტიენის დებიუტი შედგა.
- ლეო მესის “გრანადას” კარი 12-ჯერ აქვს აღებული.
- 2016 წელს, ლა ლიგის უკანასკნელ ტურში, “ნუევო ლოს კარმენესზე” ლუის სუარესმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და “ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
- “გრანადა” ევროტურნირებზე სადებიუტო სეზონს ატარებს.
- მიმდინარე სეზონში “გრანადას” კოლუმბიელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, 5 გოლი გაიტანა – იმდენი, რამდენიც “ბარსელონას” 9-იანმა, მარტინ ბრეითუეიტმა.
სავარაუდო შემადგენლობები
WhoScored: 4-3-3
ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, მინგესა, ალბა – პედრი, პიანიჩი, დე იონგი – მესი, გრიზმანი, ბრეითუეიტი.
SofaScore: 4-3-3
ტერ შტეგენი – დესტი, არაუხო, მინგესა, ალბა – პედრი, ბუსკეტსი, დე იონგი – მესი, გრიზმანი, დემბელე.
ტრანსლაცია
მატჩი, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება, ტრანსლაციას Silk უნივერსალი და silksport.ge შემოგვთავაზებს.
მინდა ვცდებოდე, მაგრამ არ მჯერა, რომ ზედიზედ მესამე გასვლით თამაშს მოვიგებთ. გრანადა ლინარესი არაა, შარშან ნოუ კამპზეც კი მოგვიგეს.
მე მგონი ვერც ბეტისი ვერ მოიგებს სტუმრად რაიოსთან, მითუმეტეს წინა თამაში სახლში 0-2 წააგო სელტასთან.
და ვერც ატლეტიკო სტუმრად ვილიარეალთან. თუ ჩვენ ნორმალურად ვითამაშებთ მოგებისთვის ორივეს შეიძლება გადავასწროთ და მე -3 ადგილზეც აღმოვჩნდეთ.
ოღონდ ეგენი ხვალ თამაშობენ.
უნდა მოვიგოთ აუცილებლად. წარმატებები ბიჭებს. ხარისხიანი, ლამაზი და შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშონ.
შტეგენი
ალვესი პიკე ლენგლე ალბა
ნიკო ბუსკეცი გავი
დემბელე დეპაი აბდე
ამ თერთმეტეულის ხილვას ვისურვებდი ძირითადში
ვემშვიდობებით სამეფო თასს😁
წესით ჩვენები კაი ხასიათზე უნდა იყვნენ და უნდა მოვიგოთ უპრობლემოდ.
ფრენკი-პედრი
ბუსკეცი
ალბა-უმტიტი-არაუხო-რობერტო
ტერ შტეგენი
მგონი პედრის დასვენების დროა!!
ნეტუ
მინგესა-არაუხო-ლენგლე-ალბა
პიანიჩი-ბუსკეტსი-დე იონგი
დემბელე-მესი-გრიზმანი
დემბელე-ტრინკაო
გრიზმანი-ბრაითვაიტი
მინგესა-დესტი
პიანიჩი-ს,რობერტო
არაუხო-უმტიტი
პედრიმ დღეს უნდა დაისვენოს!
ნეტუ
დესტი არაუხო უმტიტი ალბა
დეიონგი ბუსკეცი პუჩი
ტრინკაუ მესი გრიზმანი
მოსაგებია ეს თამაში აუცილებლად
აღარაა ქულების ფანტვის დრო. დღეს უნდა წამოვიღოთ სამი ქულა გრანადადან.
მიდუბლავს დღეს ლომი
დესტი, არაუხო, უმტიტი, ალბა
პედრი, პიანიჩი, დე იონგი
მესი, გრიზმანი, დემბელე.
ამ კამანდით უნდა ვითამაშოთ. მგონია რომ მოვიგებთ.
ზუსტად<3 პიანიჩს უნდა მისცენ დრო და ბრეითუეიტი არ უნდა იყოს სასტარტოში.
და კიდევ, რეალი ტირის, თოვლია და პამპლონაში ვერ გავფრინდებით, გადავდოთო…
დავაი ავტობუსით მაშინ, ან 0:3 ტექნიკური გამოუცხადბლობისათვის
პუჩს გამოიყვანდეს და დე ლა ფუენტეს შანსს მისცემდეს თუნდაც ერთხელ რა იქნება რატომ ჯიუტობს ვერ ვხვდები.პუჩი უფრო უკეთეს შედეგს დადებს ვიდრე პიანიჩი. გრიზმანი და ბრეითუეიტი ერთხელ სცადოს და დე ლა ფუენტეთი ჩაანაცვლოს.იქნებ ამართლებს ეს ვარიანტი.
პიანიჩი დე იონგის დუეტი ვერ არის ეფექტური, დე იონგი ბუსკეცის გვერდით უფრო თავდაჯერებულია უფრო რისკავს შეტევაში წასვლას რაც ძალიან კარგად გამოსდის, ბუსკეცი თავის თავზე იღებს ცენტრს და პედრის და დე იონგს მეტი თავისუფლება აქვთ წინ, დღეს უეჭველი უნდა მოვიგოთ, მავენიერი მეტოქეა გრანადა, კარგ ფორმაში არიან და გახსნილი და შემტევი თამაში გველის წინBEQA BARCA,
დესტი, არაუხო, უმტიტი, ალბა
პედრი, პიანიჩი, დე იონგი
მესი, გრიზმანი, დემბელე.
ამ კამანდით უნდა ვითამაშოთ. მგონია რომ მოვიგებთ.
დღეს ვიგებთ დარწმუნებული ვარ