ოთხშაბათს გამართულ პრეს–კოფერენციაზე, კატალონიის “ბარსელონას” წარმომადგენელმა, ტონი ფრეიშამ ჟურნალისტებს ამცნო ის ფაქტი, რომ “უეფა” კატალონიის “ბარსელონას” აძლევს იმის უფლებას, რომ ფორმაზე “Qatar Foundation”-თან ერთად, “UNICEF”–იც დაიწეროს…
მოგეხსენებათ “უეფა” თავის გათამაშებებში კრძალავს იმას, რომ გუნდს ფორმაზე ერთზე მეტი სპონსორის წარწერა ჰქონდეს, თუმცა როგორც ტონი ფრეიშამ გვამცნო, “ბარსელონა” ამ მხრივ გამონაკლისი იქნება. “მინდა დიდი მადლობა გადავუხადო “უეფას” იმის გამო, რომ ევროტურნირებზე ჩვენს გუნდს, მაისურზე “Qatar Foundation”-თან ერთად, “იუნისეფის” ლოგოს დართვის უფლებაც მისცა”, განაცხადა ფრეიშამ.
აქვე გეტყვით, რომ “ბარსელონა” “უეფას” გათამაშებებში ამ ფორმით პირველად 26 აგვისტოს, მონაკოში წარსდგება, სადაც ბლაუგრანელები პორტუგალიურ “პორტუს”, “ევროპის სუპერთასისთვის” ბრძოლაში დაუპირისპირდებიან.


