ცნობილი ფეხბურთელები თავიანთი ბრენდების ან სხვადასხვა კომპანიის სარეკლამო აქტივობებს დიდი ხანია, რაც სოციალური ქსელის დახმარებით ახორციელებენ.
ამ მხრივ გამორჩეული ფიგურების TOP 10 კი Goal-მა გამოაქვეყნა.
პირველ პოზიციაზე 465 მილიონი გამომწერით კრიშტიანუ რონალდუა, მეორე ადგილს კი 265 მილიონი გამომწერით ლიონელ მესი იკავებს. პორტუგალიელისაგან განსხვავებით, მესის ტვიტერის გვერდი არ აქვს და შესაბამისად, რიცხვებში განსხვავებაც საგრძნობი სწორედ ამ მიზეზის გამოა.
სრული ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:
- კრიშტიანუ რონალდუ: 465 მილიონი
- ლეო მესი: 265 მილიონი
- ნეიმარი: 254 მილიონი
- ხამეს როდრიგესი: 96 მილიონი
- გარეთ ბეილი: 88 მილიონი
- სერხიო რამოსი: 83 მილიონი
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი: 79 მილიონი
- მესუთ იოზილი: 78 მილიონი
- მარსელო: 77 მილიონი
- ლუის სუარესი: 73 მილიონი
რაის ხამესი? ან ბეილს რატო ყავს ამდენი გამომწერი😆😆😆
სუას რო იოზილზე ნაკლები გამომწერი ეყოლება რაა.😂😂😂
პეძიკურშას რო ეყოლება რათ უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი
არაა გასაკვირი რომ ეს სამი არიან სათავეში
მესი და რონალდუ ყველაფერში ლიდერობენ სრულიად დამსახურებულად და არავის უთმობენ ლიდერობას,შესაბამისად ამ გამოკითხვაშიც ლიდერობა არავის დაუთმეს,სიის სათავეში მოექცნენ და პირველები არიან აქაც როგორც სხვა ყველაფერში.
ეს ორი მაინც ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას