ჟოან ლაპორტას ინტერვიუ Bein Sports-თან

ჟოან ლაპორტას ინტერვიუ Bein Sports-თან

ჟოან ლაპორტამ სამომავლო გეგმებზე წინასაარჩევნოდ კიდევ ერთ ინტერვიუში ისაუბრა. ამჯერად მან შეკითხვებს Bein Sports-თან უპასუხა.

რატომ სურს “ბარსელონას” სათავეში კიდევ ერთხელ მოსვლა?

“იმიტომ რომ მე “ბარსელონა” მიყვარს. მე მაქვს მონიჭებული მისი მართვის პასუხისმგებლობა და ამისათვის საჭირო გამოცდილება პრეზიდენტობისას დავაგროვე კიდეც. მაქვს საქმის კეთების უნარი და გამბედაობა, კლუბის მართვას კი სწორედ ეს სჭირდება. პირადად კი გულშემატკივრის სახეზე ღიმილისა და ბედნიერების მინიჭებით ვარ მოტივირებული.”

რა იყო 2015 წლის არჩევნებში დამარცხების მიზეზი?

“2015 წელს მე განსხვავებული პროექტი წარვადგინე და დავამტკიცე კიდეც მისი ეფექტურობა. ვამბობდი, რომ “ბარსას” სათავეში მყოფი ხალხი კლუბს სწორი მიმართულებით არ წაიყვანდა და საუბედუროდ, ასეც მოხდა. ახლა კი მინდა, რომ “ბარსელონას” კეთილდღეობა დავუბრუნო. მძიმე სიტუაციაში ვართ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ 2003 წლის მსგავსად, ისევ გავიმარჯვებ.”

რამდენად შეიცვალა თავად?

მე ისევ იგივე ადამიანი ვარ. შესაძლოა, მეტი გამოცდილება და მზადყოფნაც კი გამაჩნია, გასულმა დრომ ალბათ საზრიანობა შემმატა. მიუხედავად ამისა, მიზანი კვლავაც იგივეა. შეგიძლიათ მადრიდში წახვიდეთ და იქ, “სანტიაგო ბერნაბეუსთან”, ბანერიც იხილოთ. ეს “ბარსელონას” გულშემატკივრისთვის იმის მანიშნებელია, რომ საზეიმო დღეები ისევ დადგება.”

გამოაცხადებს, თუ არა მისი გუნდის წევრების ვინაობას?

“არა. ეს კლუბის სტაბილურ ფუნქციონირებას ხელს შეუშლის. წინა ხელმძღვანელობის არასათანდო მუშაობის გამო არჩევნებს ისედაც შუა სეზონში ვატარებთ. მე კლუბში მომუშავე ნებისმიერი თანამშრომლისა და ფეხბურთელის უპირველესი დამცველი ვარ. მეტი სიფრთხილე გვამრთებს. ვიყავი უკვე პრეზიდენტი და შესაბამისი გამოცდილებაც გამაჩნია. რატომ უნდა ვისაუბრო სხვა ფეხბურთელზე წინასწარ, თუ ამ საუბრით მას შეიძლება ფასი გაეზარდოს?”

ჟოან ლაპორტა, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, კლუბის სათავეში მოსვლის უპირველესი კანდიდატია. მის მთავარ კონკურენტად კი ვიქტორ ფონტი ითვლება. საბოლოო ცნობების მიხედვით კი არჩევნები არ გადაიდება და უკვე დაანონსებულ დღეს, 24 იანვარს ჩატარდება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • რივალდო-მესი
    08 იან 2021, 01:16

    ციტატა: ხავი ლეგენდა
    მალე ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ცხადია, იქ თამაშს მოისურვებს. კლუბთან არსებული სიტუაცია უნდა განიხილოს და გაიგოს, კონკრეტულად რა სურთ მისგან. თუ სათამაშო დროსთან დაკავშირებული ვითარება არ შეიცვლება, უმჯობესია იჯარით ან სრულფასოვანი ტრანსფერით წავიდეს".

    "იღბალი საჭიროა. რა თქმა უნდა, ამჟამად სიტუაცია საუკეთესოდ არ გამოიყურება, მაგრამ თუ ვან დე ბეკი შესანიშნავი მატჩების ჩატარებას დაიწყებს, მაშინ სრულიად ყველაფერი შეიცვლება".

    "აგრეთვე, ვიცით, რა ხდება კულისებს მიღმა. შეიძლება, ტრანსფერის დროს გარკვეული შეთანხმებები იქნა მიღწეული, ამ სეზონის მიმდინარეობისას კი კლუბი მას ახალს უმზადებს. ყოველთვის რჩება გამოცნობის ელემენტი".

    "ვფიქრობ, მისი სათამაშო სტილი ესპანეთის ჩემპიონატს უფრო შეეფერება, ვიდრე ინგლისის. პრემიერ ლიგაში ბევრს დარბიან, ესპანეთში კი უფრო კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ".
    ნამიოკი ჩაურტყა ბარსაში გადადიო.ნეტაა არ გაგვიცვლიან კოუტინიოში ან გრიზმანში?
    ჯერ იჯარით მოიყვანონ და გაამართლა მერე იქნება გაცვლას დაგვთანმხდეს მანიუ.
    კოუტინიოზე და გრიზმანზე კარგად რომ მოერგება კუმანის ბარსას რად უნდა ბაზარი.
    დე იონგის გვერძზე გაასწორებდა
    დე იონგი დე ბეეკი და პედრი საინტერესო იქნებოდა.


    აბაა შეთავაზონ კოუტინიო წესით უნდა დათანხმდენ

  • C.PC5
    07 იან 2021, 23:52

    აღარ დარჩა ბევრი 24მდე. სულ ცოტაც და ჩაიბარებს კლუბს სათანადო ადამიანი❤️

  • ბასქუ10
    07 იან 2021, 22:20

    ერთისული მაქვს დროზე მოვიდეს არჩევნები და ეს კაცი ჩაუდგეს სათავეში კლუბს, ყველაზე მეტად ლაპორტა გვჭირდება ახლა და არა სხვა

  • Albicelecte
    07 იან 2021, 22:00

    ნუ ეს ბევრად ჯობია რამდენიმე კარიკატურას

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    07 იან 2021, 21:54

    დროზე მოვიდეს არჩევნები რომ ეშველოს გუნდს და ნორმალური კანდიდატი მოვიდეს გუნდის პრეზიდენტად რომ გუნდს ძველი სახე დაუბრუნოს და ჭკვიანური ნაბიჯები გადადგას.ლაპორტა ასეთი კანდიდატია ჩემთვის პირადად.

  • AnriCule
    07 იან 2021, 21:52

    მჯერა ამ კაცის დაპირებების და იმედია გაიმარჯვებს

  • ხავი ლეგენდა
    07 იან 2021, 21:51

    მალე ევროპის ჩემპიონატი დაიწყება. ცხადია, იქ თამაშს მოისურვებს. კლუბთან არსებული სიტუაცია უნდა განიხილოს და გაიგოს, კონკრეტულად რა სურთ მისგან. თუ სათამაშო დროსთან დაკავშირებული ვითარება არ შეიცვლება, უმჯობესია იჯარით ან სრულფასოვანი ტრანსფერით წავიდეს".

    "იღბალი საჭიროა. რა თქმა უნდა, ამჟამად სიტუაცია საუკეთესოდ არ გამოიყურება, მაგრამ თუ ვან დე ბეკი შესანიშნავი მატჩების ჩატარებას დაიწყებს, მაშინ სრულიად ყველაფერი შეიცვლება".

    "აგრეთვე, ვიცით, რა ხდება კულისებს მიღმა. შეიძლება, ტრანსფერის დროს გარკვეული შეთანხმებები იქნა მიღწეული, ამ სეზონის მიმდინარეობისას კი კლუბი მას ახალს უმზადებს. ყოველთვის რჩება გამოცნობის ელემენტი".

    "ვფიქრობ, მისი სათამაშო სტილი ესპანეთის ჩემპიონატს უფრო შეეფერება, ვიდრე ინგლისის. პრემიერ ლიგაში ბევრს დარბიან, ესპანეთში კი უფრო კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ".
    ნამიოკი ჩაურტყა ბარსაში გადადიო.ნეტაა არ გაგვიცვლიან კოუტინიოში ან გრიზმანში?
    ჯერ იჯარით მოიყვანონ და გაამართლა მერე იქნება გაცვლას დაგვთანმხდეს მანიუ.
    კოუტინიოზე და გრიზმანზე კარგად რომ მოერგება კუმანის ბარსას რად უნდა ბაზარი.
    დე იონგის გვერძზე გაასწორებდა
    დე იონგი დე ბეეკი და პედრი საინტერესო იქნებოდა.

  • BEQA BARCA
    07 იან 2021, 21:40

    იმედია მოიგებს ლაპორტა. ისე მგონი მძიმე ბრძოლა ვაიმართება ამას და ლაპორტას შორის.