ცნობილმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ, Mundo Deportivo-მ, წინასაარჩევნო გამოკითხვა ჩაატარა.
შედეგების მიხედვით, “ბარსელონას” 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოგების ფავორიტი კლუბის ყოფილი ხელმძღვანელი, ჟოან ლაპორტაა, რომელსაც სხვა კანდიდატებთან შედარებით საგრძნობლად დიდი უპირატესობა აქვს.
ლაპორტას მხარს გამოკითხულთა 52.3% უჭერს, მეორე ადგილზე კი ვიქტორ ფონტია, რომელსაც ხმების 13.2% ერგო. 17.2%-ს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ხმების დარჩენილი ნაწილი კი იმ კანდიდატებზე გადანაწილდა, რომლებსაც გამარჯვების რეალური შანსი არ აქვთ (ემილი რუსო – 3.2%, აგუსტი ბენედიტო – 2.7%, ჩავი ვილაჟოანა – 2.7%, ტონი ფრეიშა – 2.3%, 2%-ზე ნაკლები – ჟორდი ფარე, პერე რიერა, ლუის ფერნანდეს ალა).
ვინც არ უნდა მოიგოს, ბართოს და მის ხროვას კილომეტრის რადიუსზე უნდა აეკრძალოს კამპ ნოუსთან მიახლოება.
52-13ზე უუუუჰ
ბოლო დარტყმა რაც ბართომეუს ბორდმა მოგვაყენა არჩევნების ამხელაზე გაწელვა იყო, უკვე არჩეული უნდა გვყავდეს ახალი პრეზიდენტი და ტრანსფერებზე მუშაობაც დაწყილი უნდა იყოს, ლაპორტა გაიმარჯვებს აუცილებლად
ანუ მოიგებს რა🙂❤️💙⚽
იმედია მოიგებ ლაპორტააა….
აბა რაა ფონტი არა ტოლმა ლაპორტა იგებს
იასნია ლაპორტა იგებს ამას წყალი არ გაუვა :დ