workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდემ ბილბაოს გაწვრთნაზე უარი თქვა

ვალვერდემ ბილბაოს გაწვრთნაზე უარი თქვა

ცნობილი კატალონიური გაზეთის, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსელონას” ყოფილ თავკაცს, ერნესტო ვალვერდეს “ბილბაოს” ხელმძღვანელობამ მწვრთნელის პოსტი შესთავაზა. როგორც წყარო იუწყება, ერნესტომ შეთავაზება არ მიიღო.

გაისკა გარიტანო, რომელიც ბასკური კლუბის დამრიგებელი 2018 წლიდან იყო, პოსტიდან “ელჩესთან” 1-0 მოგებული მატჩის შემდეგ გაათავისუფლეს. 

ვალვერდეს უარის შემდეგ, “ატლეტიკმა” მთავარ მწვრთნელად მარსელინო გარსია დანიშნა. შესაბამისად, ბასკები ლა ლიგის მე-18 ტურის შეხვედრას ახალი დამრიგებლის ხელმძღვანელობით ჩაატარებენ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • სპარტაკი
    schedule 07 იან 2021, 18:58
    #22

    ჩემი აზრით ეს ეხლანდელი ფეხბურთელებით მეტ შედეგს დადებდა..

  • BEQA BARCA
    schedule 06 იან 2021, 21:25
    #21

    ეს ვალოდია სეტოს მირჩევნია და მგონი ასეა ამას მაინც მინიმუმ გაეგება რა არის ფეხბურთი სეტომ კი იცის ძროხების გაწვრთნა და არა ფეხბურთელების.