“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა “ბილბაოსთან” მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ძალიან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
ცხოვრებაში არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც ვერ გააკონტროლებ. გუშინ შუადღისით დამირეკეს და მაცნობეს, რომ შტაფის 2 წევრის კორონავირუსის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ლა ლიგის პროტოკოლით ვიხელმძღვანელეთ. საბედნიეროდ, დილით ყველას ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.
ალენიას ტრანსფერის დასრულების ნებართვა აქვს. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც თამაში უნდა.
ჩატარდება თუ არა არჩევნები 24 იანვარს? თუ თარიღი შეიცვალა, ამის პირველი მიზეზი ჯანმრთელობა იქნება. სპორტული თვალსაზრისით, რაც უფრო მალე გაიმართება არჩევნები, უკეთესია. კლუბისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
არ ვფიქრობ, რომ “ბილბაო” სათამაშო სქემას შეცვლის. მარსელინიო ახლახანს მოვიდა. “ბილბაო” ის გუნდია, რომელიც სახლში თავის ნამდვილ სახეს ყოველთვის აჩვენებს. ჩემი აზრით, ბასკები სისტემას არ შეცვლიან. მზად უნდა ვიყოთ.
ნელ-ნელა სასურველ “ბარსას” ვიხილავთ. საქმეს აგვისტოში შევუდექით. შევეცადეთ, გუნდი მოგვემზადებინა, მაგრამ წამყვანი ფეხბურთელები ტრავმირებულები გვყვავს. ნებისმიერ მწვრთნელს მეტი დრო სჭირდება.
ანსუ ფატის დაბრუნების თარიღს განსაზღვრა ძნელია. მასზე დიდ ზეწოლას ვერ მოვახდენთ. ის ძალიან ახალგაზრდა მოთამაშეა და სრულად უნდა გამოჯანმრთელდეს. სერჟი რობერტო თვის ბოლოს მზად იქნება. ისინი სწორ გზაზე დგანან.
იანვარში ყველა კლუბი და მწვრთნელი ზრუნავს იმაზე, თუ როგორ შეიძლება გუნდის გაუმჯობესება. გეგმა შევადგინე. კლუბი გადაწყვეტს, შეიძლება თუ არა ამის განხორციელება.
გუნდმა უფრო მეტი უნდა გაიტანოს. ეს მხოლოდ თავდამსხმელებზე დამოკიდებული არაა. გოლების გატანა დამოკიდებულია სტანდარტულ სიტუაციებსა და ნახევარმცველების გადაადგილებაზეც.
გრიზმანს არაერთხელ ვესაუბრე. თუ 3 ნახევარმცველით ვთამაშობთ, საუკეთესო შეტევის ხაზი უნდა შევადგინოთ. მესი და დემბელე ფიზიკურად შესანიშნავ ფორმაში არიან. ყოველთვის ერთსა და იმავე სქემით ვერ ვითამაშებთ.
აუდიტორია ყველა ფეხბურთელისთვის საჭირო რამაა. მახსოვს “სან მამესი”, ფეხზე წამომდგარი გულშემატკივრები. აქ თამაში ფანტასტიკური იყო. ფანების გარეშე საკუთარი თავის მოტივატორები თავად უნდა ვიყოთ. ცარიელი ტრიბუნები ჩვენს მოწინააღმდეგესაც საქმეს ურთულებს.
მუნიანი ძალიან მომწონს, ის კარგი ფეხბურთელია. მათ სახიფათო მოთამაშეები ჰყავთ.
დესტს თამაშის დროს კარგი და ცუდი მომენტები აქვს, მაგრამ მან ძალიან კარგად დაიწყო. მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება. სერჟინიოს, ისევე, როგორც ნებისმიერ ფეხბურთელს, შეცდომების დაშვების უფლება აქვს. მან უფრო თამამად უნდა ითამაშოს.
დესტმა თავისი შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს. მისგან იმედგაცრუებული სულაც არ ვარ.
ლუის სუარესის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მომწონს, რადგან ის ჩვენი ფეხბურთელი აღარაა. მას დიდ პატივს ვცემ. ჩვენ გვყავს თავდამსხმელები, რომლებიც უფრო მეტად უნდა ავათამაშოთ.
ბევრს ვერ ვვაჯიშობთ, რადგან ხშირად ვთამაშობთ. ყველაფერი ძალიან მცირე დროში ხდება, რადგან მოთამაშეები არ უნდა გადავღალოთ. ნებისმიერი ფეხბურთელის ეფექტურობის გასაზრდელად ყველაზე მთავარი თავდაჯერებულობაა. ნახევარმცველებმა სივრცეები უნდა აითვისონ, ამიტომ მათი კმაყოფილი ვარ.
თუ არ წავაგეთ კარგი შედეგი იქნება! და ვაი ჩვენ თავს რომ აქამდე დავეცით. ეს ვინ მოგვიყვანეს, რა ჭირი აგვკიდეს. ვალვერდე როგორ უნდა მოგენატროს კაცს ეს უპატრონო.
დავიჯერო ვერ ხვდებს ეს მზეთამზე , რომ ხავი-ინიესტას შემდეგ ბარსელონას თამაშს რაც აკლია , ეს ნახევარდაცვის მოქნილობაა . ვინ აღარ სცადა იგივე გაეკეთებინა , მაგრამ კრეატივისა და სპორტული თავხედობის გარეშე , არ გამოდის ეს საქმე . არ ვამბობ , რომ ზუსტად გაამართლებს , მაგრამ ფრენკი-პუჩი-პედრის შემთხვევაში გუნდს რაც ემატება , ეს ნახევარდაცვის სწრაფად ფიქრისა და მოძრაობის უპირატესობაა , ფრენკის იდეალურად შეუძლია შეტევის დაწყება , ტემპის კარნახი გუნდისათვის , დანარჩენი კი პედრი-პუჩის ფანტაზიის საქმეა . თუმცა ამ სქემას ჭირდება შეტევაზე დაგეშილი მწვრთნელი და 9 ნომერი აუცილებლად ჯეკას და ეტოოს დონის . ამიტომ გრიზმანი გასაყიდია , არასოდეს არ ვთვლიდი ბარსელონას პრიორიტეტად , 18 ლიმონი გადავიხადეთ ხის ბორბლებიან მორში , როცა 20 ლიმონად ჰოლანდი გაიყიდა , დავიჯერო მათ შორის 2 მილიონია სხვაობაა ? ამიტომ , ნამდვილად ჯობდა კუმანის მოსვლას ვენგერი ან ანრი ორი წლით , არ იცის როგორ შეუტიოს და ეძებს რაღაც აბდაუბდა სქემას , რასაც ბარსელონას სათამაშო ფილოსოფია ეწირება .
აი ამ თამაშსაც თუ ვერ მოიგებ მერე მართლა დარხეული აქ ბარსას, რაუბედურებაა ამდენი ქულების დაკარგვა, მართლა ოთხეულისთვის ხოარ უნდა იბრძოლო ბოლობოლო ბარსელონა ხარ
ვალოდია რომ ყოფილიყო ბილბაოს თავკაცი ახლა კი გადაგიმტვრევდა მუხლზე. სუარესზე როგორ გაურბის კითხვებს ეს გაიძვერა, ვითომ პატიოსნად მოიქცა მაგ ვითარებაში, არადა ამან დაუსვა ზუსტად სუას ბარსაში ყოფნას წერტილი.
უეჭველი მოსაგებია უეჭველი ყველა ვარიანტში და გოლს თუ არ გავუშვებყ მით უკეთესი
სუაზე მეტს ვერავის ვერ აათამაშებ ვერც გრიზოს და ვერც ბრაიტას. სუა კლასნია.
მიდი მიაწექი როლანდი ბიძია , მოხოდე გუნდი (:
რაშიც ვეთანხმები ის არის რომ 24 იანვარს უნდა ჩატარდეს არჩევნები აუცილებლად,კლუბისთვისაც მნიშვნელოვანია და სასიკეთოდ წაადგება რაც მალე მოშორდება კლუბს და წავა გუნდის მწვრთნელობიდან.
ბილბაო ის გუნდია, რომელიც სახლში თავის სახეს აჩვენებს და ჩვენს სახეს გაგვიერთიანებსო, მარსელინოს არავისი არ ეშინიაო, მე რა ვიცი, ბრაითვაიტი მონდომებულიაო

ეხლა მაინც ათამაშე პუჩი შე დედა მიცენზურებულო
Imena braithwate tkveni mariano diazia arcerti araris realis da barsas donis mara orive bevrs shromobs da motivirebulia