“ლიონის” მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, მემფის დეპაის კონტრაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
“ვფიქრობ, ზაფხულში მისი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მემფისს უფასოდ დავკარგავთ.”
გარსიას სიტყვებს GFFN ციტირებს.
ფაბრიციო რომანომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მემფისის აგენტთან მოლაპარაკებებს მხოლოდ “ბარსელონა” აწარმოებს, მაგრამ კლუბს ფინანსური მდგომარეობა ნიდერლანდელის ზამთარში შეძენის საშუალებას არ აძლევს.


ნეტა იყოს მეორე დმბო
დროებით დირექციას ტრანსფერის გაკეთების უფლება არაქვს და ამას ზაფხულისთვის უნდა ველოდოთ
ეგრე ბერ იტყვი გრიზო რომ გადმოდიოდა ძლიერი გვეგონა. ლასით გრიზო მაღლა დგას მარა რად გინდა.😔😔
თუ ფული არააქვთ, რაღაცის ბარტერში ჩასვან, ბურთები, ეპიკირება ან რამე მოიფიქრონ.🤣
5 მილიონს ითხოვს ლიონი და მაგასაც ვერ იხდის გუნდი. ფული თუ არაა, ვინმე მაინც მიეცით ბარტერში, ზევიდან ბარსა ბ-დან დაუმატეთ ნახევარ წლიანი იჯარით ვინმე და ეგაა. რა იმპოტენცია დაემართათ კი მაგრამ.
როგორ ყველაფერი ახლა გვეტაკა: თაობათა ცვლა, ფინანსური კრიზისი, ვალვერდეს და სეტიენის დაგროვილი პრობლემები, დროებითი მენეჯმენტი. ამ პირობებში ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა უნდა იყოს პროგრამა მინიმუმი. ზამთარში 1 კვირაში ჯადოქრობა უნდა გააკეთოს ახალმა პრეზიდენტმა, რომ მეორე წრე კონკურენტული გუნდი გვყავდეს.
ყოველშემთხვევაში კოუტინიოს და გრიზმანს აჯობებს მგონია
მოიყვანე მოიყვანე მარა ზაფხულამდე დიდი დროა..
ზამთარშივე დაკარგავთ(იმედია)
დროზე მოიყვანონ ეს კაცი
, ძაან კლასნია
ალაბა რეალში გადავიდა მგონი. ზარალი კია ბოლო წლებში გუნდისთვის.
დემბელე ხიფათს ქმნის შეტევაში, როცა ტრამვას არ იღებს მართლა კარგად ეხმარება გუნდს.
მეორე დემბელე მგონია ეს დეპაი სათამაშო თავისებურებით და რა ვქნა. წამოვლილი ტიპია ჩემი აზრით და ხანდახან გაუვარდება კაი თამაში, მასეთი დემბელეც ხო გვყავს. არც 5 მილიონია ბევრი ამ ზამთარშივე თუ მოიყვანენ ვინ იცის ეგებ გაამართლოს.