სატრანსფერო ფანჯარა ესპანეთში 4 იანვარს იხსნება. მიუხედავად ამისა, “ბარსელონას” 24 იანვრამდე, ანუ იქამდე, სანამ ახალი პრეზიდენტი არ დაინიშნება, ტრანსფერის განხორციელება არ შეუძლია.
24 იანვარს არჩევნების გამართვიდან რამდენიმე დღე ბიუროკრატიულ პროცესებს დასჭირდება, აქედან გამომდინარე კლუბს ფეხბურთელის გასაყიდად ან შესაძენად რეალურად 1 კვირა რჩება.
გარკვეულწილად, შესაძლოა, ერთკვირიანი დროის პერიოდი უფრო ეფექტურიც აღმოჩნდეს. მოთამაშეების ღირებულებასა და ჭორებზე დრო ნაკლებად გაიფლანგება, განსაკუთრებით სარფიანი ტრანსფერები კი სწორედ ბაზრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე იჩარხება ხოლმე. ამ მომენტისთვის ზამთარში “ბარსელონა” არც არავის გაშვებას და არც დამატებას გეგმავს.
ქვემოთ კი სწორედ იმ რამდენიმე ფეხბურთელის ვარიანტს განვიხილავთ, რომელთა მოსვლაც ზაფხულში იგეგმება და მათ თავისსავე სანდოობის კოეფიციენტს მივანიჭებთ.
მომსვლელები
- ერიკ გარსია (70%) – ფაბრიციო რომანომ პირველ იანვარს დააანონსა, რომ “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, ერიკ გარსია “ბარსელონას” უფასოდ შეუერთდება. იმ შემთხვევაში, თუ ახალ პრეზიდენტს სხვა გეგემები არ ექნება, ესპანელი ცენტრალური მცველი თავის ბავშვობის კლუბს დაუბრუნდება.
- მემფის დეპაი (30%) – ნახსენები ფაბრისიო რომანოს ინფორმაციითვე, ამ მომენტისათვის “ბარსელონა” ერთადერთი კლუბია, რომელიც მემფის დეპაისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. რონალდ კუმანის გუნდის შეტევაში მძიმე თამაშის გამო კი ნიდერლანდელი თავდამსხმელის დამატება საჭიროც კი არის. ფინანსური კრიზისი ამ შემთხვევაშიც მთავარი შემაკავებელი ფაქტორია და ძალიან მცირეა “ლიონის” 10-იანის “ბარსელონაში” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გადმოსვლის შანსი. სხვა შემთხვევაში კი მისი გაფორმება “ბლაუგრანას” ერიკ გარსიას მსგავსად, ზაფხულში, უფასოდ შეეძლება.
- დავიდ ალაბა (10%) – გერმანელი სატრანსფერო ექსპერტი, კრისტიან ფალკე იუწყება, რომ ალაბას ბოლო საკონტრაქტო თვის გამო, მისი აგენტი ევროპულ გიგანტებთან მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს. ავსტრიელის დამატების მთავარი კანდიდატი “რეალია”. რაც შეეხება “ბარსას”, უფასო ტრანსფერის მიუხედავად, სახელფასო ფონდი დავიდის დასამტებლად კლუბს ფაქტობრივად ყველა გზას უხერგავს.
წამსვლელები
- კარლეს ალენია (60%) – გასულ კვირას “ხეტაფეს” პრეზიდენტმა, ახელ ტორესმა, 22 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესი გამოიჩინა. რამდენიმე ესპანური გამოცემა კი, მათ შორის MD და Marca, კარლესის იჯარის წესით მადრიდულ გუნდში გადასვლაზე აქტიურად იტყობინებიან.
- რიკი პუჩი (30%) – რომ არა ფილიპე კოუტინიოს ტრავმა ახალგაზრდა ესპანელის იჯარის წესით წასვლა ძალიან ლოგიკურ ნაბიჯადაც მოგვეჩვენებოდა, თუმცა ბრაზილიელის 3-თვიანი დანაკლისი მას მეტი სათამაშო დროის პერსპექტივას აძლევს. პუჩის ტრანსფერთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ ბევრი იწერებოდა, მიუხედავად ამისა, კლუბი მის გასხვისებას ზამთარში არანაირად არ გეგმავს და მინიმუმ 2 წლით შენარჩუნებას ისევ აპირებს.
- სამუელ უმტიტი (10%) – ფრანგი მცველის ტრავმიანობა, მაღალი ხელფასი და არასტაბილურობა მთავარი მიზეზებია, რის გამოც მისი წასვლა დღის წესრიგში დიდი ხანია დგას. მას ბოლო 3 წელიწადში ჯამურად 365 დღე აქვს გაცდენილი. L’equipe-ს ინფომრაციით კი, მისი დამატების მთავარი კანდიდატი ფრანგული “ნიცაა”. ზამთარში არც მისი გაშვება განიხილება სერიოზულად.
- ფილიპე კოუტინიო (10%) – ახალ წლამდე, სანამ კოუტინიო “ეიბართან” 3-თვიან დაზიანებას მიიღებდა, ბრაზილიელის გაშვება 70 მილიონ ევროდ იგეგემებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებდა. თუმცა, ტრავმის გამო მისი წასვლის საკითხიც ზაფხულამდე გადაიდო.




და ეს არ არის მავნებლობა? ამ ხრონწიანმა ბებერმა ისეთ დროს დანიშნა არჩევნები, რომ ახალმა პრეზიდენტმა ვერაფერი ვერ მოასწროს, ეტყობა იმ ვირთხამ ასე დაუბარა. იმ პრეზიდენტს რა ვუთხარი, რომელიც აუდიტს არ შემოიყვანს და ცალკე კიდევ ამათ ბინძურ საქმეებს არ გამოიძიებს. არავის არ უნდა ეპატიოს ის, რაც გუნდს გაუკეთეს.
ნეტავ ვინ არიიის ის ახალგაზრდა ქვაზედ რომ სძინაავს?!
ნეტავ ვინ არის ის დებილი, კოუტინიოში 70 ლიმონს რომ გადაიხდის?!?!?!?!
ზამთრის ფანჯარაზე თუ ვინმემ 30-იანი შემოთავაზება გააკეთა, შევაჭრებაც კი ზედმეტი მგონია
ალაბა დ დეპაი ყველაზე მეტდ გვჭირდება ახლა
დეპაი გვჭირდება სასწრაფოდ
ალაბა მოიყვანონ დალშე რაც უნდათ ის ქნან.
დეპაი, გარსია და ალაბა მარა ეს უკანასკლნელი იმდენ ხელფასს ითხოვს ანხელინიო ჯობია.ახლა არ ვიცი მარა ზაფხულში დეპაიც გუ არ გვეყოლება ჰალანდი ძაან კაია. მარა სადაა😔😔
დეპაი უნდა იყიდონ 5 მილიონად, თუ ვინმე ოდნავ მაინც აზროვნებს კლუბში
ოღონდ დავიდ ალაბა არდავინახო ბარსელონაში რააა ტყუილად გადაყრილი ფული იქნება ხელფას იტხოვს კატასტროფულს მაგას ჯობია ლაიპციგიდნა ანხელინიო დაიმატონ
აუ დეპაი და გარსია თუ მოვიდა კარგი იქნება ძალიან, იმპოტენტი შეტევა გვაქვს მემფისი გამოაცოცხლებს ცოტა.