workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვეტერანი” კლუბს ტოვებს

“ვეტერანი” კლუბს ტოვებს

 2009 წლის “კოპა დელ რეი” ბოიანისთვის საუკეთესო გამოდგა. მან ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და ფინალში გოლიც გაიტანა.

 გუშინ ახალგაზრდა თავდამსხმელმა წერტილი დაუსვა მის გარშემო აგორებულ ჭორებსა და გაუგებრობებს. ბოიან კრკიჩი მინიმუმ 2 წელიწადი აღარ იქნება “ბარსელონას” ფეხბურთელი. ესპანელი დატოვებს კლუბს, რომელის მაისურითაც 163 თამაშში 41 გოლი გაიტანა.

 მისი თავგადასავალი 2007 წლის 16 სექტემბერს დაიწყო, როდესაც “ბლაუგრანა” “ოსასუნას” სტუმრობდა. ბოიანი ახლადგამხდარი 17 წლის ბიჭი იყო და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ფრანკ რიიკარდი მას პირველ გუნდში დებიუტის საშუალებას მისცემდა. თუმცა ესპანელი მინდორზე შემოვიდა და ბოლო 12 წუთი არც თუ ისე ცუდად გამოიყურებოდა. აქ იწყება მისი თავგადასავალი კლუბში, სადაც 20 წლის ფეხბურთელი უკვე ვეტერანად ითვლება. ჰოლანდიელ მწვრთნელს ძალიან მოსწონდა კრკიჩი და მას ხშირად აძლევდა თავის გამოჩენის საშუალებას. მის პირველ სეზონში ესპანელმა 12 გოლი გაიტანა, რაც მშვენიერი შედეგია. დასანანია, რომ ფეხბურთელმა მომავალ წლებში შედეგი ვერ გააუმჯობესა.

 რიიკარდის წასვლის შემდეგ, ყველას ეგონა, რომ კრკიჩი “ბარსელონას” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდებოდა, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ახალ მწვრთნელად დაინიშნა პეპ გვარდიოლა, რომელმაც ნათლად განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული კატალონიაში აღზრდილი ფეხბურთელები იქნებოდნენ. თუმცა ბოლო წლებში ბოიანი თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა “ბარსელონაში”, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე გაიბრწყინა. გავიხსენოთ წინა სეზონის დასასრული, როდესაც ახალგაზრდა კრკიჩმა შვედი ზლატან იბრაგიმოვიჩი ამოაგდო ძირითადი შემადგენლობიდან, თუნდაც წინა წლის “კოპა დელ რეი” , რომლის მოგებსაც კლუბი ამ ფეხბურთელს უნდა უმადლოდეს.

 ბოიანი ახლა 20 წლისაა. ამ ასაკში კი ფეხბურთელისთვის პრაქტიკის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ გავითვალისწინებთ, რომ “ბარსელონამ” თითქმის უკვე იყიდა ჩილელი ამომავალი ვარსკვლავი, ალექსის სანჩესი და თუ გავითვალისწნებთ იმასაც, რომ კლუბის შემტევი ხაზი მეგა ვარსკვლავებით არის დაკომპლექტებული, ბოიანის გადაწყვეტილება არ უნდა გაგვიკვირდეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward