ბერნდ შუსტერი: ბრეითუეიტი ლუის სუარესის შედეგებს ვერ მიაღწევს

ბერნდ შუსტერი: ბრეითუეიტი ლუის სუარესის შედეგებს ვერ მიაღწევს

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, ბერნდ შუსტერი, გუნდის შეტევაში არსებულ პრობლემებს აფასებს. გერმანელის თქმით, ლუის სუარესის გაშვებით, “ბარსამ” მძიმე შეცდომა დაუშვა.

“ბარსას” გოლის გატანა უჭირს, ხანდახან, ეს უიღბლობის გამო ხდება. თუ მატჩის ბედი გადაწყვეტილი არ არის, გუნდი იბნევა, მოთმინებას კარგავს და ინიციატივას მეტოქეს უთმობს. 

შედეგები, რომელიც ლუის სუარესს ჰქონდა, ბრეითუეიტისთვის მიუღწეველია. “ბარსამ”, სუარესთან დაკავშირებით, შეცდომა დაუშვა, რომლის შედეგსაც ახლა იმკის.

კუმანი გრიზმანის თაობაზეც არ არის ჩამოყალიბებული. ის სათანადო თამაშს ვერ აჩვენებს. იგი “ბარსას” სტილს ვერ ერგება.

მან კომენტარი, ასევე, “ბილბაოსთან” გასამართი შეხვედრის შესახებაც გააკეთა.

“ბილბაოში” მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, თუმცა “ბარსასთვის” ეს უფრო მეტ სირთულეს ქმნის. თითოეული ფეხბურთელი მარსელინოს (“ბილბაოს” ახალი თავკაცი) გულის მოგებას ეცდება და ბოლომდე დაიხარჯება.

– თქვა მან Onda Cero-სთან ინტერვიუში.

ბასკებმა გაისკა გარიტანო გუშინ, “ელჩესთან” მოგებული მატჩის შემდეგ, გაათავისუფლეს. უკვე ოფიციალურად, მის ნაცვლად, “სევილიას”, “ვილიარეალისა” და “ვალენსიას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მარსელინო გარსია ტორალი, დაინიშნა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (14)

  • BEQA BARCA
    04 იან 2021, 19:34

    ციტატა: me da barca
    ნიდერლანდელმა ვან გაალმა, თავის დროზე რივალდო გაუშვა უფასოდ, მეორე ნიდერლანდელმა სუარესი გაუშვა გუნდიდან უფასოდ.


    ესეიგი ნიდერლანდელების მოსვლა ცუდად იწყება ძლიერი ფეხბურთეკების გაშვებით და ამიტომ მეტი ნიდერლანდელი არ უნდა მოვიყვანოტ ტრენერად მომავალში.😅😂

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    04 იან 2021, 16:40

    ბასქუ10,
    ყველა ხვდება სუარესის გაშვებით დაშვებულ შეცდომას,ბრეიᲗᲣᲔᲘტიᲗ და გრიზმაᲜᲘᲗ ᲛᲘსი ᲩᲐᲜᲐცვლების მცდელობის უაზრობას, ამ გენიალური იდეის განმხორციელებლის და ავტორის,ზოგადად ბრწყინვალე იდეების მქონე კუმანის გარდა.

  • ბასქუ10
    04 იან 2021, 16:15

    ახალი ამბავი, მაგას თუ ბარსელონა ვერ ხვდება რომ ბრაიტვაიტი სუარესის დონეს კიარადა მის ნახევარსაც ვერ მიაღწევს კარგად ყოფილა მაშინ საქმე

  • Albicelecte
    04 იან 2021, 14:28

    ავთანდილ შოშიაშვილის მსგავსი ფრაზა იყო, აბა ბრაითვაიტმა სუარესის დონე როდის უნდა აკრიფოს? 29 თუ 30 წლის ასაკში? smiley

  • C.PC5
    04 იან 2021, 14:04

    ბილბაოსთან მართლა დარხეული გვაქვს, ჯერ ისედაც გვიჭირდა მაგათთან ბოლო წლებში და ახლა ახალი მწვრთნელით თავს გამოიკლავენ თან სახლში არიან მითუმეტეს

  • Clever liar
    04 იან 2021, 13:59

    ამას და ლინკერს უფრო მეტად უყვართ ბარსელონა და უფრო სწორი ხედვები აქვთ ვიდრე ახლანდელი საპრეზიდენტო კანდიდატების უმეტესებოას :))

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    04 იან 2021, 12:43

    მართალია ეს კაცი სუარესთან დაკავშირებით.რაც თქვა ყველაფერი ასპროცენტიანია და ყველაფᲔრᲨᲘ ᲛᲐრᲗᲐᲚᲘᲐ. პირველი სიმართლე ბრეითუეიტი სუარესის შედეგს ვერ დებს,ვერც დადებს,მეორე სიმართლე გრიზმანს ᲛᲐრᲗᲚᲐ რა უნდა საერთოდ ბარსელონაში როცა ვერ მოერგო გუნდს და ვერც მოერგება.მესამე კუმანი გრიზმანის შესახებ რომ არ არის ჩამოყალიბებული.უბრალოდ ერთ შესწორებას შევიტან და კითხვას დავსვამ კუმანი საერთოდ რაშია ჩამოყალიბებული,რომელ საკითხთან დაკავშირებით.მარტო გრიზმანის საკითხს რომ ეხებოდეს მისი ჩამოუყალიბლებობა რაღა გვიჭირდა.

    me da barca,
    ვან გაალმა, თავის დროზე რივალდო გაუშვა უფასოდ, მეორე ნიდერლანდელმა სუარესი გაუშვა გუნდიდან უფასოდ.[/quote]
    [quote=me da barca] ნიდერლანდელების საერთო სენია ეტყობა ლოგიკას მოკლებული ქმედებები და აზროვნების დაქვეითებულობა.

  • M10 S9 D11
    04 იან 2021, 12:32

    ბრაიტვატს რაც სეზონში გოლი გააქვს ჯეკა ერთ თამაშში იტანს რა შედარებაა

  • me da barca
    04 იან 2021, 12:24

    ნიდერლანდელმა ვან გაალმა, თავის დროზე რივალდო გაუშვა უფასოდ, მეორე ნიდერლანდელმა სუარესი გაუშვა გუნდიდან უფასოდ.

  • BEQA BARCA
    04 იან 2021, 12:03

    ეგ რო ვიცით რა თქმა უნდა. ბრეიტა სუასთანაშედარებით ნოლია. გრიზოც კი ვერ ქაჩავს სუას დონეს და ბრეიტა რას გაქაჩავს. 😂😂😂

  • Andria
    04 იან 2021, 11:56

    მოვიდეს დეპაი და გადავა სკამზე ჩვენი ,,9”იანი

  • 8-I N I E S T A-8
    04 იან 2021, 11:54

    რო მახსენდება სუარეს რა უქნა კუმანმა უფლება არ მაქ ვთქვა კუმანის მჯერავს თქო.რაც მაგან ქნა პროფესიონალი მწვრთნელი ან თუნდაც ოდნავ ფეხბურთში ჩახედული მწვრთნელი არ იზავს.ეხლა კიდე თავისი სიჯიუტით არ ნანობს სუარესის გაშვებას რო კითხო.ძაან დაბალი დონის გამოხტომები აქ მსაჯებზე და თვითონაც მასეთი სათამაშო სტილი აქ.დიდი იმედი მაქ გააგდებენ არამც თუ გაუშვებენ.პუჩი როდარჩა ჯიბრში ჩაუდგა ასეთი ჩამოსხმა რო იყო მე და ზოგიერთმა დავინახეთ და ხელმძღვანელობამ ვერა?1)კუმანი უნდა მოშორდეს სასწრაფოდ გუნდს.2)მცველია მოსაყვანი და მარჯვენა შემტევი და უნდა დაბრუნდეს 4.3.3 და არა 8 მცველი 2 შემტევი.1-0 გავდივართ ფონს და ეს მოწონთ დავიჯერო ამ ჩამოსხმა ხალხს?

  • nika 54
    04 იან 2021, 11:52

    მე მგონი ეს კუმანზე უფრო ჭკვიანია. და ალბათ არც ისეთი ჯიუტი.

  • Memphis Depay
    04 იან 2021, 11:48

    მოსაგებია იგრები სხვა გამოსავალი არ გვაქ, ამ დროში მაინც არაფერი შეიცვლება ამიტომ არაა უკანდასახევი გზა.