არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელმა, ლიონელ ადნრეს მესიმ, მიმდინარე წელს 62 მატჩი ჩაატარა როგორც ნაკრებთან, ისე კლუბთან ერთად. როგორც იცით, წინ კოპა ამერიკაა და მას კიდევ არაერთი მატჩის გამართვა მოუწევს. ლეოს შეუძლია საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება, რომელიც მდგომარეობს წელიწადში გამართულ 64 მატჩში.
სულ რაღაც 10 დღე დარჩა კოპა ამერიკის დაწყებამდე, მესი კი ძალიან მონდომებულია და სურს ეს პრიზი მოიპოვოს საკუთარ ქვეყანაში, არგენტინაში, რომელიც მასპინძლობს ზემოთ აღნიშნულ ტურნირს. ეს მისთვის პირველი სანაკრებო ტიტული იქნება მსოფლიო ჩემპიონატის (20 წლამდელთა) და პეკინის ოლიმპიადის შემდეგ. კოპა ამერიკა მესისთვის ერთგვარი მარათონიც იქნება, რადგანაც მან ამ სეზონში 62 მატჩი ჩაატარა. 55 “ბარსასთან” ერთად, ხოლო 7 ეროვნულ ნაკრებთან, რომელშიც ასევე შევიდა ალბანეთის ნაკრებთან გამართული შეხვედრა. მესისთვის ისიც კმარა, რომ ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი ითამაშოს და იგი საკუთარ რეკორდს, წელიწადში 64 მატჩს გააუმჯობესებს.
მეტი, ვიდრე ოდესმე გვარდიოლასთან ერთად
“ბარსელონამ” გასულ სეზონში 62 მატჩი გამართა და აქედან 55–ში ლეომაც მიიღო მონაწილეობა. მას მუდამ თამაშის სურვილი აქვს და ამ სურვილს წელს აისრულებს. 2009/2010 წლების სეზონში ლეომ სულ 64 მატჩი ჩაატარა: 53 კლუბში 11 ნაკრებში. ტრიპლეტის სეზონში კი ლეო 51–ჯერ “ბარსას” დაეხმარა, ხოლო 9–ჯერ არგენტინის ნაკრებს( სულ 60 ).
მეტი და მეტი
ლიონელ მესის დებიუტი ჰქონდა ფრენკ რაიკაარდის “ბარსელონაში” 2004/2005 წელს და მას შემდეგ რეგულარულად ხვდებოდა განაცხადში. 2005/2006 წლებში მან 35 მატჩი გამართა როგორც საკლუბო დონეზე, ისე საერთაშორისოზე. 2006/2007 წლებში კი ეს მაჩვენებელი 46–მდე გაიზარდა, 2007/2008–ში კი 50–მდე.

