არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, ლიონელ ანდრეს მესი, ძალიან კმაყოფილი დარჩა ალბანეთის ნაკრებთან გამართული ამხანაგური მატჩის ანგარიშით (4:0). შეგახსენებთ, რომ არგენტინელის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემა და 1 გოლია. იტყობინება გამოცემა “ESPN”.
მატჩში, რომელიც “ალბისელესტესათვის” ითვლებოდა, როგორც მოსამზადებელი თამაში კოპა ამერიკამდე, ლიონელ მესი ყველაზე პროდუქტიული ფეხბურთელი გამოდგა. ახალგაზრა ტალანტმა გოლიც შეაგდო და 2 თანაგუნდელსაც დაეხმარა მის გატანაში.
“ჩვენი გუნდი განაგრძობს საკუთარი თამაშის პოვნას და შეეცდება კვლავ მოიგოს თამაშები. ძალიან კმაყოფილი ვარ ალბანელებთან გამართული შეხვედრით, რადგანაც ჩვენ უამრავი სახიფათო მომენტი შევქმენით და ვახორციელებდით იმ იდეებს, რომელიც ვარჯიშებზე გვებადებოდა და შემდეგ ვხვეწდით. ჩვენი მწვრთნელი, სერხიო ბატისტა, მთხოვს, რომ ხშირად ჩამოვიდე ხოლმე უკან, რათა დავეხმარო პარტნიორებს. უნდა აღვნიშნო, რომ ასეთ დროს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ გუნდში თავს”. დაასრულა ლიონელ მესიმ.



