“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი და სარეზერვო გუნდის მწვრთნელი, ეუსებიო საკრისტანი, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ამჟამად კომაში იმყოფება.
როგორც ცნობილია, სპეციალისტს თავის არეში ტრავმა ჰქონდა, რამაც თრომბის გაჩენა გამოიწვია. აუცილებელი გახდა, რომ ეუსებიოსათვის ოპერაცია გაეკეთებინათ, თუმცა მან კომიდან გამოვსლა ვერ მოახერხა.
ზოგიერთო წყაროს ცნობით, საკრისტანმა დაზიანება რესტორანში დაცემის შემდეგ მიიღო.
საცოდაობაა, ფეხბურთელი რესტორანში დაცემისაგან მიღებული ტრამვით დაიღუპოს.
ვწუხვარ.
გამოჯამრთელებას ვუსურვებ
აუ, საწყალი, გამოჯამრთელება ვუსურვოთ! ასე მოულოდნელად რა მოხდება კაცმა არ იცის