“ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ტიტო ვილანოვას შვილმა, ადრია ვილანოვამ მამამისის მიერ დამყარებული რეკორდი გაიხსენა.
როგორც გახსოვთ, კატალონიურმა კლუბმა 2012/13 სეზონში, ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით ლა ლიგის ტიტული სარეკორდო, 100 ქულით მოიგო.
“მამაჩემი “ლა მასიას” ენდობოდა, იმ მოთამაშეებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ღირებულებების ათვისებასა და თამაშის გზაზე გაატარეს. მე ამას და 100 ქულიან ტიტულს დავჯერდები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ცოტა ეგოისტურად ჟღერს, ვიმედოვნებ, რომ ამ რეკორდს ვერასოდეს გააუმჯობესებენ.”
უმცროსმა ვილანოვამ ასევე “ლა მასიელებზეც” ისაუბრა და უკმაყოფილოა იმით, რომ მათ მცირე სათამაშო პრაქტიკა ეძლევათ.
ადრია ვილანოვა ამჟამად კლუბ “ანდორაში” თამაშობს, რომელიც ჟერარ პიკეს მფლობელობაშია. 23 წლის მოთამაშეს სჯერა, რომ ამჟამად “ბარსელონას” ცენტრალური მცველი ერთხელაც “ლურჯ-ბროწეულისფერთა” პრეზიდენტი გახდება.
– ციტირებს ვილანოვას Marca.


მაგდენს აწი რას აიღებენ მომდევნო სეზონში ეცდებიან :დ
ძაან ძნელი იქნება მაგის გამეორება
პიკეს ბრატი ყოფილა ტიტოვიჩი…
როგროც ჩანს, ფეხბურთელის რანგში დიდად ვერ ქაჩავდა და ანდორაც საკმარისი აღმოჩნდა;
ყველა ვარსკვლავი ვერ იქნება, მამამისის რეკორდი კი კაი 10 წელი ვერ მოიხსნება, თუ რამე და ისევ იქნებ ბარსამ გააუმჯობესოს