workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსამ” ტიტო ვილანოვას შვილი “ერკულესში” გაანათხოვრა

“ბარსამ” ტიტო ვილანოვას შვილი “ერკულესში” გაანათხოვრა

“ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელისა და მწვრთნელის შვილი ადრია ივანოვა “ერკულესში” იჯარით ითამაშებს. ამ ინფორმაციას 20 წლის ცენტრალური მცველის ახალი კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ადრია ვილანოვა “ბარსელონას” აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხება. გასული სეზონი მან “ბარსა ბ”-ში გაატარა, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი ახალგაზრდა ფეხბურთელი ესპანეთის მე-3 დივიზიონში ითამაშებს.

ადრიას მამა ტიტო ვილანოვა ასევე “ბარსელონას” სკოლის აღზრდილი იყო. 1988-1990 წლებში ის “ბარსა ბ”-ში თამაშობდა. 2008-2012 წლებში, ვილანოვა პეპ გვარდიოლას თანაშემწე იყო, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი ის გუნდს თავად წვრთნიდა. ტიტო ვილანოვამ თანამდებობა 2013 წლის 19 ივლისს, ყელის სიმსივნის გამო დატოვა, 2014 წლის 25 აპრილს კი ის ამ დაავადებით გარდაიცვალა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward